2019 წლის შემოდგომამ გაგვანებივრა მზიანი დღეებით, თუმცა აღსანიშნავია, რომ ცხელმა ამინდებმა საშემოდგომო განწყობა მოგვპარა. ოქტომბრის მიწურულს, როგორც იქნა, ნიავს სუსხი შეერია და გარდერობებში თბილი ჯემპრების ადგილიც შეივსო. სწორედ ასეთ, შემოდგომის ღრუბლიან ამინდებს განსაკუთრებულად უხდება გოგრის წვნიანი.
„შემოდგომის დღეებს განსაკუთრებულად უხდება გოგრის სუპი. ამ პერიოდში მგონი მთელი დღე მხოლოდ გოგრის კერძებს ვამზადებ“ - ამბობს ყველასათვის საყვარელი, ულამაზესი მოდელი ლიკა კვარაცხელია და გვთავაზობს უგემრიელესი გოგრის სუპის მომზადების თავისებურ ვერსიას:
გოგრის სუპის ინგრედიენტები:
- ბეკონი
- გოგრა
- ნაღები
- მდნარი ყველი
- ნიორი
- ხახვი
- მარილი
მომზადების წესი: გოგრას გავთლით და დავჭრით კუბებად. მოვთუშავთ ხახვს, ჩავამატებთ ბეკონს და ცოტა ნიორს. ამავე ქვაბში ჩავყრით დაჭრილ გოგრას,
ცოტათი შევბრაწავთ და დავასხამთ წინასწარ ადუღებულ წყალს. მოვაყრით მარილს.
მოხარშვის შემდგომ დავაბლენდერებთ, დავამატებთ ცოტა ნაღებს და გადმოვდგამთ.
ცხელ სუპს გადავიტანთ თეფშზე და ჩავუფენთ მდნარ ყველს.