ფერმკრთალი კანი ზამთარშიც არ ახარებს თვალს და სეზონის მიუხედავად, ყოველთვის გინდა, ბრინჯაოსფერი სხეულით მოიწონო თავი. რუჯის მიღება ზიანის გარეშე კი ავტორუჯის საშუალებითაა შესაძლებელი.
აირჩიეთ ხარისხიანი ავტორუჯი. ბოდილავას ავტორუჯი კანს სძენს ულამაზეს შოკოლადისფერ რუჯს. გამოიყენება სახეზეც და ტანზეც. არ აყვითლებს და არ აჭრელებს, როგორც ჩვეულებრივი ავტორუჯი. შედეგი არის წასმისთანავე, ხოლო საბოლოო შედეგი, ნახევარ საათში.
(გაამოძრავეთ ფოტოზე გამოსახული ღერძი და იხილეთ ეფექტი)
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
მას აქვს დამატენიანებლის ფუნქციაც. ასევე - სასიამოვნო პარფიუმის ნეიტრალური სურნელი, არც ძალიან მძაფრი ან გრილი და არც ძალიან ტკბილი.
ბოდილავას ავტორუჯი ისე უნდა გადაინაწილოთ კანზე, როგორც ლოსიონი. ხელით ყველაზე მარტივად ნაწილდება. კანი კარგად იწოვს მას და არ გადადის ტანისამოსზე.
ავტორუჯი ყოველთვის გრილ და მშრალ ადგილას წაისვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოფლი ხელს შეუშლის თანაბარ ფენად განაწილებას.
სხეულის ყველაზე მშრალ ადგილებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ. თუ კარგად არ დაიტენიანებთ, ამ ადგილებზე რუჯი სხვა ფერს მიიღებს.
ხელებზე წასმისას, თითები კატის თათებივით მოხარეთ.
ავტორუჯის წასმის შემდეგ გამოიყენეთ ღრუბელი, ის ზედმეტ მასას მოაშორებს. ღრუბელი წაისვით ხელის თითებს შორისაც.
ავტორუჯის მოცილება
ბოდილავას ავტორუჯი ძალიან მარტივი მოსაცილებელია. ის წყლით უნდა ჩამოიბანოთ. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონის წვენიც.
გამოწურეთ 2 ლიმონი და გაჟღინთეთ წვენში ხელსახოცები. შედეთ მიკროტალღურ ღუმელში 1-2 წთ. დარწმუნდით, რომ კარგად გაცხელდა. შემდეგ აკურატულად გაიწმინდეთ ის ადგილები, სადაც რუჯი გისვიათ.
ახლა უკვე იცით, როგორ შეარჩიოთ ავტორუჯი. - ყველაფერი თქვენს ხელშია!