ყოფილი მოდელი და ამჟამად ბლოგერი ნანუკა გუდავაძე ბიჭის მოლოდინშია. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ხშირად ყურადღების ცენტრში ექცევა და ბევრს აინტერესებს მის გარშემო მიმდინარე ამბები, აქტიურობით არ გამოირჩევა სოციალურ ქსელებში.
ყოფილი მოდელი სტილის შეგრძნებით ნამდვილად გამოირჩევა და მისი გარდერობი ყოველთვის სადა და ლამაზი ტანსაცმლით არის გაწყობილი. იმის გათვალისწინებით, რომ იშვიათად ჩნდება საზოგადოების წინაშე, ნანუკა თავის მოვლასა და მოდურად ჩაცმას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, მისი ამჟამინდელი საქმიანობიდან - ბლოგერობიდან გამომდინარე.
ამ სეზონზე აქტუალური მუქი ჭაობისფერია. შესაბამისად, არ შეუშინდეთ ორსულობის პერიოდშიც ასეთი ფერის ტანსაცმლისთვის უპირატესობის მინიჭებას. თუკი დაამატებთ ყვავილების პრინტებს, ეს ორმაგად ტენდენციური იქნება.
ასე რომ, თუკი პატარას მოლოდინში ხართ, თამამად შეავსეთ თქვენი გარდერობი პრინტებიანი ტანსაცმლით და არ დაგავიწყდეთ, როგორც მოდის სამყაროს მთავარი წარმომადგენელი კოკო შანელი იტყოდა: "ყვავილები არასდროს არის ზედმეტი".