PSP „მომხმარებლისადმი მადლიერების დღეს“ კოსმეტიკური ბრენდების პროდუქციის 50%-იანი ფასდაკლებით აღნიშნავს. დღეს, 28 ნოემბერს, მომხმარებელს შეუძლია ნახევარ ფასად შეიძინოს მსოფლიოში ცნობილი ისეთი კოსმეტიკური ბრენდების პროდუქცია, როგორებიცაა: "კოდალი", "ესტედერმი", "ბიოდერმა", "ვიში", "ლიერაკი", "ლა როშ პოზე", "ტიპო კრემი", "მიზონი", "ნუქსი", "სებამედი", "ზიაია"; ასევე, მისთვის სასურველი ნებისმიერი კოსმეტიკური საშუალება PSP-ს ასორტიმენტიდან მთელი საქართველოს მასშტაბით.
„25 წელია, PSP-ს მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელი, მის ინტერესებზე ორიენტირებული საქმიანობა და სარგებლიანი პირობების შექმნაა. დღეს საფუძველი ჩაეყარა PSP-ს ახალ კამპანიას, „მომხმარებლისადმი მადლიერების დღის“ აღნიშვნას, რომელიც გარკვეული პერიოდულობით მომხმარებლისთვის განსაკუთრებულ და საინტერესო შეთავაზებების მიწოდებას გულისხმობს. „მომხმარებლისადმი მადლიერების დღის“ აღნიშვნა PSP-ში ტრადიციად იქცევა“, - აცხადებენ კომპანიაში.
R