ზოგიერთი დაავადება უცნაური მიზეზების გამო ჩნდება. მაგალითად, ასეთია ფილტვის კიბო. ის ადამიანს შეიძლება გარემო ფაქტორებიდან გამომდინარეც გაუჩნდეს. საუბარია შემთხვევაზე, როცა ადამიანს სიგარეტი ცხოვრებაში არ მოუწევია, სამაგიეროდ, მისი ბინა მუდმივად სავსე იყო მწეველებით და სიგარეტის კვამლს ხშირად ისუნთქავდა.
- მეორე მაგალითად კი დიაბეტი შეგვიძლია მოვიყვანოთ. ის შესაძლებელია გაუჩნდეს ისეთ ადამიანსაც კი, ვისაც ტკბილეული არ უყვარს და მიდრეკილებაც არ ჰქონია. კითხვა შემდეგშია: შესაძლებელია თუ არა თავიდან ავიცილოთ ავადმყოფობის შესაძლო გამომწვევი მიზეზები?
- ამისთვის უნდა გავითვალისწინოთ სპეციალისტების ეფექტური რეკომენდაციები.
- შეამცირეთ ალკოჰოლის მიღება. ეს იმას არ ნიშნავს რომ მასზე საერთოდ უარი თქვათ. ახალმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ალკოჰოლის მცირე დოზაც კი აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას. საუბარია ღვინოზე. თუმცა, ეს ყველაფერი ზომიერი უნდა იყოს.
- ეცადეთ, ივარჯიშოთ და თქვენი სხეული ტონუსში იყოს. ადამიანს რაც მეტი წონა აქვს, მით უფრო იზრდება შანსი იმისა, რომ სხვადასხვა დაავადება გაუჩნდეს. ასეთ შემთხვევაში საქმე გვაქვს გულის უკმარისობასთანაც. ეცადეთ, დაკავდეთ სპორტით და ჯანსაღი პროდუქტებით იკვებოთ.
- შეამოწმეთ სახლში რადიაციის დონე. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ფილტვების კიბო ჩნდება. არსებობს სპეციალური საშუალებები, რომელთა გამოყენებაც დეზინფექციის ჩატარებაში დაგვეხმარება.
- ეცადეთ, მოერიდოთ გაზის გამონაბოლქვს. დიდ ქალაქებში მშენებლობებზე დიდი რაოდენობით გროვდება აზბესტი. მას იყენებენ შენების დროს და ძალიან საშიშია ჯანმრთელობისთვის. საუკეთესო გადაწყვეტილება ხშირად ქალაქგარეთ გასვლაა.
- შეამოწმეთ სისხლში შაქრის დონე. არ მიიღოთ დიდი რაოდენობით ტკბილი ფუნთუშები, დესერტები, კარტოფილის ჩიფსები. წელიწადში ერთხელ შეამოწმეთ სისხლში შაქრის დონე და თუ ის მომატებულია, ექიმთან აუცილებლად მიდით.
- ნაკლები ინერვიულეთ და მეტი იძინეთ. ამ რჩევებს ადამიანები ყოველთვის არ ითვალისწინებენ, რაც ძალიან სამწუხაროა. ხშირი უძილობის შემთხვევაში ინფარქტის ალბათობა იმატებს. ასევე ზოგჯერ ჩნდება კიბო და სხვადასხვა მძიმე დაავადება.
- აკონტროლეთ მიმდინარე ცვლილებები, მათ შორის, D ვიტამინის მაჩვენებელი. ადამიანს იმუნიტეტის ასამაღლებლად სწორედ ეს ვიტამინი სჭირდება. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ წნევას ქვევით სწევს და ორგანიზმს დეპრესიის გადატანაშიც ეხმარება.
არჩევანი თქვენზეა.