55 წლის ბრედ პიტი უკვე ვეღარ მალავს თავისი პირადი ცხოვრების ამსახველ დეტალებს. მსახიობი 30 წლის ალია შოკატთან ერთად შენიშნეს. ანჯელინას ყოფილი მეუღლე ახალგაზრდა მსახიობთან ერთად ლოს-ანჯელესში საკონცერტო დარბაზს ესტუმრა, სადაც კანიე უესტის ოპერის პრემიერა გაიმართა.
პიტი დიდი ხანია აღიარებს ამერიკელი რეპერის შემოქმედებისადმი სიყვარულს, ზაფხულში კიმ კარდაშიანის მიერ ორგანიზებულ საკვირაო ლოცვასაც დაესწრო. კანიეს აზრით, ეს ოპერა მხოლოდ ერთხელ უნდა დადგმულიყო სცენაზე, ისიც ჰოლივუდელი ვარსკვლავებისა და მეგობრებისთვის, რომელსაც პიტი და ალია ესწრებოდნენ.
მსახიობმა შეარჩია ღია ფერის ზედა და ჯინსები იმისათვის, რომ ნაკლებად შესამჩნევი ყოფილიყო, ქუდი მოირგო. ალიამ კი ლურჯი პრიალა ლაბადა და მუქი ფერის ქუდი მოირგო. მსახიობები შოუს დაწყებამდე ძალიან თბილად საუბრობდნენ ერთმანეთში.
ბრედის ახლო მეგობრები ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდა მსახიობთან მას მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს, თუმცა ჟურნალისტებმა დათვალეს, თუ რამდენად ხშირად ჩნდებიან უკანასკნელი ნახევარი წლის განმავლობაში ერთად საჯაროდ წვეულებებზე. თვითმხილველების თქმით, ყოველ ჯერზე ძალიან ახლო მანძილზე არიან ერთმანეთისგან. მაყურებლის მიერ გადაღებულ ვიდეოში კანიე უესტის კონცერტზე კარგად ჩანს, თუ როგორ ნაზად ეხუტებოდა ბრედი ალიას.
ანჯელინაც არ ჩამორჩა ყოფილ მეუღლეს, ამერიკელმა ვარსკვლავმაც დაიწყო პაემნებზე სიარული, თუმცა ენჯი უფრო საგულდაგულოდ მალავს ამ ფაქტს და პაპარაცები ჯერჯერობით ვერ აფიქსირებენ.
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
წყარო