აქ გირჩევთ, მოუსმინოთ საკუთარ სურვილებს. თაგვი - სახლის ცხოველია. ამიტომ სადღესასწაულო წვეულება, ორგანიზებული ოჯახურ წრეში, მეგობრებთან ერთად მას ნამდვილად მოეწონება.
თუმცა, ამავდროულად, არ დაგავიწყდეთ, რომ თაგვი აფასებს ელეგანტურობას, აქვს უნარი ახალი ნაცნობების შეძენის საკითხში. ახალი წლის ღამეს შეგიძლიათ თამამად გაუწიოთ ორგანიზება რაიმე წვეულებაზე წასვლას. თაგვს აუცილებლად მოეწონება ახალი წლის ღამეს საინტერესო კონტაქტების დამყარება, თუმცა ალკოჰოლს არავითარ შემთხვევაში არ გადაამეტოთ, მიუხედავად იმისა, მხიარულ გარემოცვაში, რესტორანში თუ კლუბში შეხვდებით წელიწადის ამ მნიშვნელოვან ღამეს. არ დაგავიწყდეთ წინასაახალწლო კორპორატიული წვეულებები, რომლებსაც სამსახურში დაგეგმავენ: გახსოვდეთ, თაგვს არ უყვარს უმოძრაო, მოწყენილი და ინტროვერტი ადამიანები.
რა ფერის ტანისამოსში შევხვდეთ 2020 წელს?
ფანტაზიების პალეტში, გემოვნებაში თაგვის წელიწადს შეზღუდვა სულაც არ აქვს. უპირატესობას, მართალია, თეთრს, ვერცხლისფერს და ოქროსფერს ანიჭებს, თუმცა ექსპერიმენტებს არ შეუშინდეთ. ერიდეთ მკვეთრი ცისფერის, მუქი ლურჯის გამოყენებას. არ დაგავიწყდეთ, რომ თაგვს არ უყვარს წყალი.
მოერიდეთ კატისებრთა ოჯახის და გველის პრინტების ჩაცმას ახალი წლის ღამეს. თაგვს ეს ნამდვილად არ მოეწონება, ვინაიდან კატა და გველი მის მტრად ითვლება.
ტრენდულია ბრჭყვიალა ნაჭრები, მეტალის ელემენტები, უჩვეულო სილუეტები, მკვეთრი აქსესუარები, ყველა არასტანდარტული გადაწყვეტილება. მთავარია, რომ ტანისამოსმა არ შეგიშალოთ ცეკვაში ხელი.
მოემზადეთ თაგვის წელიწადისთვის, გაითვალისწინეთ ყველა დეტალი და თაგვი აუცილებლად მოგიტანთ წარმატებას და ბევრ სიხარულს.