სილამაზის შესანარჩუნებლად უამრავი რეცეპტი არსებობს, თუმცა არის ის ფაქტორები, რომლებიც დაგვეხმარება არა მხოლოდ ლამაზად, ახალგაზრდულადაც გამოვიყურებოდეთ.
რა რაოდენობის წყალს სვამთ დღის მანძილზე?
სილამაზის გარანტიას სწორედ წყალი მოგცემთ. რაოდენობა 2 ლიტრამდე შეგიძლიათ აიყვანოთ.
- ძველად ქალბატონები ყინულის კუბებს კანზე ტყუილად კი არ იყენებდნენ. ეს ხრიკი დღესაც აპრობირებულია და თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ. გაიწმინდეთ სახე დილით ან უბრალოდ ცივი წყლით დაიბანეთ. ასე უკეთესია.
- სოლარიუმში ინტენსიურად სიარული და მზეზე დიდხანს წოლა. ეს ორი რამ თქვენი კანის მტერია და ლაქებთან ერთად ნაოჭებსაც აჩენს.
- თევზეულს, თხილს და ნატურალურ წვენებს რაციონიდან ნუ ამოიღებთ. დამტკიცებულია, რომ კანისთვის ზღვის პროდუქტებიც ძალიან სასარგებლოა.
- დაფიქრდით იმაზე, როგორ საკვებს მიირთმევთ. ის თერმულადაა დამუშავებული? თუ კი, მაშინ ეცადეთ, შეზღუდოთ.
თუ მწვანე ჩაი გიყვართ, მაშინ ძალიან გაგიმართლათ, რადგან ისიც ჩვენს ორგანიზმსა და გარეგნულ მხარეზე იზრუნებს.
მოერიდეთ დახუთულ ოთახში ძილს და ზოგადად, მუდმივად დახუთულ სივრცეში ყოფნას.
სასმლის ხშირად მიღება და მოწევა გიყვართ? თავიდან ამას ვერ შენიშნავთ, მაგრამ დროთა განმავლობაში მიხვდებით, რომ ეს თქვენს სილამაზეს ავნებს და ჯანმრთელობას სულაც არ გაგიუმჯობესებთ.
- ეცადეთ, რომ ერთსა და იმავე დროს დაიძინოთ და გარკვეულ რეჟიმს შეეჩვიოთ. უძილობა კანზე პირდაპირ აისახება.
- გამუდმებით იფიქრეთ იმაზე, თუ რა ლამაზი, ჯანმრთელი და მიმზიდველი ხართ. რაც უფრო მეტად იფიქრებთ საპირისპირო მიმართულებით, უფრო დიდი შანსი იქნება, რომ ამით ნელ-ნელა ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნათ.