ბოლო დროს მოდელ მირანდა შელიას იმიჯმა უფრო ბევრი ადამიანის ყურადღება მიიქცია. ის ექსპერიმენტებს არ ერიდება და საინტერესო ვერსიებს გვთავაზობს.
"ინსტაგრამზე" ხშირად ადარებენ პოპულარულ მოდელ ირინა შეიკს და აღნიშნავენ, რომ მიმი მას ბევრი დეტალით ჰგავს.
ტყავის ბერეტი პოპულარობას ამ სეზონზეც ინარჩუნებს. რა მოვუფიქროთ მას, რომ უფრო საინტერესოდ წარმოვაჩინოთ?
ბრჭყვიალა დეტალები ტყავის ფაქტურას ძალიან უხდება. ამიტომ აქსესუარები სწორად უნდა შევარჩიოთ. თუ მძივებით გაფორმებულ ან ბრჭყვიალა ტოპსაც გამოვიყენებთ, ჩვენი მხრიდან ეს კიდევ უფრო თანამედროვე სვლა იქნება.
თუ გსურთ, რომ რაღაც ახალი თქვათ, მაშინ ექსპერიმენტებსაც არ უნდა შეუშინდეთ. როგორც ხედავთ, აქ მირანდას წარბებზე პატარა თვლები აქვს დამაგრებული, რომლებიც მისი სამოსის ფაქტურასა და ფერთან ზუსტ შესაბამისობაშია.
მბზინვარე და მოვლილი თმა ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია იმისთვის, რომ ლამაზად გამოვიყურებოდეთ. თუ თმა ბოლომდე მწყობრში არაა, მაშინ ელეგანტური იერიც იკარგება.
მინიმალისტური ფერები ზედმეტი აქსესუარების გარეშე. ამ შემთხვევაში ორი მთავარი ფერი დომინირებს: ვერცხლისფერი და მოწითალო.
შავი ბოდე და ტყავის ქვედაბოლო. ეს ორი ერთმანეთს ძალიან უხდება. აქვე ნახავთ, როგორ პოზიორობს მიმი ფოტოგრაფის წინაშე.