მომღერალმა თაკო გაჩეჩილაძემ, ამჟამად უკვე თამარა მილანოვამ 2020 წელს მეგობრებს სიურპრიზი მოუწყო.
მან გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს, რომ ორსულადაა და უკვე დიდი მუცელი აქვს. თაკო როგორც ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება.
მომღერალმა უკვე ძალიან ბევრი მილოცვა მიიღო, როგორც ახალ წელთან, ისე მის არაჩვეულებრივ ახალ ამბავთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ პირველი შვილი თაკო გაჩეჩილაძესა და ბორისლავ მილანოვს 2019 წლის იანვრის თვეში ეყოლათ. შვილს ცოლ-ქმარმა გაბრიელა დაარქვა.
ბოლო დროს წყვილი უფრო ხშირად აქვეყნებს პატარა ანგელოზის ფოტოებს, რასაც დიდი გამოხმაურება აქვს.
გაბრიელას ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, რომლებიც საქებარ სიტყვებს არ იშურებენ.
პროდიუსერმა ბორისლავ მილანოვმა და მომღერალმა თაკო გაჩეჩილაძემ ჯვარი 2018 წლის მიწურულს დაიწერეს, საზღვარგარეთ ცხოვრობენ და ბედნიერი ოჯახი აქვთ.