მეგან მარკლის და პრინც ჰარის ოფიციალურ Instagram-ზე დაიდო განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ცოლ-ქმარი უარს ამბობს სამეფო ტიტულზე. ისინი აღარ წარმოადგენენ სამეფო ოჯახს ოფიციალურ ღონისძიებებზე.
მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურების ლონდონის მუზეუმში მეგანის და ჰარის ფიგურები სამეფო ოჯახის კომპოზიციიდან უკვე ამოიღეს. პორტალი CNN წერს: «დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, ჩვენც შოკში ვართ ახალი ამბის გამო. სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია თავიანთ ტიტულზე უარს ამბობენ", - აცხადებს სტივ დევისი, მადამ ტიუსოს ლონდონის მუზეუმის გენერალური დირექტორი.
წყარო