ძალიან ბევრი ისეთი დიასახლისი არსებობს, ვისაც არც კი ახსოვს, რა უდევს საყინულეში და მით უმეტეს, არ ახსოვს ის, თუ რა როდის შეინახა.
ხშირად ამ სივრცეში მოხვედრილი პროდუქტი დიდი ხნით ეფარება ჩვენს თვალთახედვას და შემდეგ ავტომატურად სანაგვე ურნაში გადაინაცვლებს ხოლმე.
თუ თქვენს ბინაში ელექტროენერგია დიდი ხნით არ გამორთულა ან ძალიან ნესტიან ადგილას არ ცხოვრობთ, საყინულის წელიწადში ერთხელ გამოსუფთავება აბსოლუტურად საკმარისია.
საყინულის გაწმენდას დაახლოებით ერთი საათი სჭირდება. სანამ გაწმენდას შეუდგებით, თავდაპირველად აუცილებლად გამორთეთ მაცივარი დენის წყაროდან, არასდროს გაასუფთაოთ ჩართულ მდგომარეობაში.
გაყინული პროდუქტი აკურატულად ჩაალაგეთ დიდ კონტეინერში ან თუნდაც ნიჟარაში.
აიღეთ სველი ტილო და კარგად გამოწმინდეთ საყინულე, მისი თაროები. თუ ის ძალიან არის დაბინძურებული, შეგიძლიათ თბილ წყალში გახსნილი სოდა დაიხმაროთ. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ ასევე ხსნარს ჭურჭლის სარეცხი სითხეც დაუმატოთ.
საყინულის გასაწმენდად ძლიერ ქიმიურ საწმენდ საშუალებებს ნუ გამოიყენებთ.
ნახევარ წელიწადში ერთხელ აუცილებელია მაცივრის უკანა კედლის მტვერსასრუტით გაწმენდა, რათა მტვერმა თბილი ჰაერის გამოსვლას არ შეუშალოს ხელი.
არ დაგავიწყდეთ 6 თვეში ერთხელ მაცივრის კარის რეზინის კარგად გაწმენდაც.
წყარო: palitranews.ge