30 წელი მშვენიერი ასაკია საკუთარი რევიზიით მსოფლიო შეხედულებებზე.
„მიწიერი ცხოვრების ნახევრის გავლის შემდეგ მე აღმოვჩნდი უღრან ტყეში...“ ხდება ხოლმე, თუმცა ჩემს შემთხვევაში ასე სულაც არ არის. 30 წლის მიღწევასთან ერთად, მდიდარი გამოცდილებისა და მღელვარების ტალღის გარდა, ცხოვრებისგან მნიშვნელოვნის ათვისება და მამოტივირებელი რეალობის მთელი თაიგული მხვდა წილად. მაშ ასე, რა მოხდა ჩემს მეამბოხე თავში სინამდვილეში? რა გავიგე და ავითვისე სამი ათეულის განმავლობაში? რაც მთავარია, რა მაინტერესებს ყველაზე მეტად? რომელ დასკვნებამდე მიხვედით თქვენ?
ყველაფერი გაივლის
- მთელი ცხოვრება არაფერი გრძელდება. ამ ფაქტის გაანალიზება - სამყაროსთან მორგების გასაღებია. სიამოვნება, წუხილი, სიყვარული, ბედნიერება, განშორება - ყველა ცხოვრებისეული შემთხვევა ჰგავს ტალღებს, რომლებიც ნაპირთან შეჯახების შემდეგ უჩინარდება მოგონებების ოკეანეში. ზოგიერთი მღელვარება კვლავ ამოტივტივდება, მაგრამ არასდროს მეორდება იმავე სცენარით.
ბალახი მეორე მხარეს უფრო მწვანე არ არის
- ყოველდღე უამრავ დროს და ნერვებს ვხარჯავთ იმის სურვილში, რაც არ გვაქვს და გვინდა გვქონდეს. ჩვენ გვგონია, რომ სხვისი ცხოვრება უკეთესია, მათი მთვარე უფრო სავსეა და ვარსკვლავებიც მეტად კაშკაშებს. ეს ასე არ არის: ყველას თავისი ჯვარი აქვს სატარებელი.
ფხიზლად მხოლოდ გულია?
- გამუდმებით ვცდილობთ, გარშემომყოფებს რაიმე დავუმტკიცოთ; ვაჩვენოთ ჩვენი ძალაუფლება, რომელიც მეტოქეობის სურვილს ზრდის; მუდმივად მივიჩქარით გამარჯვებისკენ, რაც გულს ხელს უშლის რეალური ფასეულობების აღქმაში. ვცდილობთ, ვიყოთ ნაზი და მოსიყვარულე, ვეძებოთ კომპრომისები და შეგვეძლოს პატიება.
სიძლიერე კეთილშობილებაშია
- სიკეთე - მასობრივი გაერთიანების იარაღია, სიბრძნისა და სიმწიფის უმაღლესი საფეხური. ის არჩენს ჭრილობებს და გვიბრუნებს სიყვარულს ცხოვრებაში. თუკი გულში სიკეთე ცხოვრობს, ნებისმიერი სიტუაციიდან გამარჯვებული გამოხვალთ.
პარტნიორი - არ არის ბედნიერების პირობა
- საყვარელი ადამიანის პოვნის იდეისკენ მიისწრაფვის ყველა ცოცხალი არსება საჭიროებისამებრ, რომლის მიზანიც ქორწინება და შვილების დაბადებაა. ოდესღაც ეს ზოგიერთისთვის ბედნიერების ფორმულა იყო, თუმცა არიან ისინი, ვინც აფასებს თავისუფლებას, დამოუკიდებლობასა და საკუთარი თავის სრულყოფას.
ზომიერება - სულაც არ არის მოსაწყენი
- მოდერაცია - შინაგანი ბალანსის აუცილებელი კომპონენტია. „ყველაფერი ან არაფერი“ - სუსტების და ეგოისტების მთავარი დევიზია. ჩვენ ვხდებით უფრო მეტად ჰარმონიულები, ზომიერად სიყვარულის შემთხვევაში, ზომიერად გართობის ან თუნდაც მოწყენის შემთხვევაში.
ბედნიერება წვრილმანებშია
- ბედნიერების აკუმულირება შეუძლებელია, თუმცა მისი განცდა ნებისმიერ დროს შესაძლებელია. ზოგიერთის ყოველდღიური ბედნიერების წყარო უბრალოდ მყუდრო კაფეტერიებია, საყვარელ წიგნებში მოგზაურობა, უცხო ადამიანებთან ღიმილის გაცვლა და ძველ ქუჩებში ბოდიალია.
ყველაფერი კარგი მიდის მასთან, ვისაც ლოდინი შეუძლია
- მოთმინება - რთული უნარია, თუმცა წარსულისკენ გახედვისას ვხვდები, რომ ყველაფერი კარგი, რაც ამჟამად ჩემს ცხოვრებაში ხდება - ჯილდოა დიდხნიანი ლოდინისთვის.
ერთგულება - რჩეულთა ხვედრია
- დროთა განმავლობაში კომუნიკაციის წრე ვიწროვდება, რაც კარგია. ისინი, ვისაც თქვენი ესმის, არც ისე ბევრნი არიან. მთავარია, იყოს მხარდაჭერა და სიახლოვე.
სიყვარული იწყება საკუთარი თავით
- ჩვენ გვიყვარს ისინი, ვისაც ნებას ვრთავთ ვუყვარდეთ. ბედნიერი ურთიერთობებისთვის საჭიროა საკუთარი თავის სიყვარული.
წიგნები - წამალი ყოველდღიურობისგან
- კითხვა კურნავს მარტოობას, გაჩვენებთ სამყაროს, ცვლის დროსა და სივრცეს, ერთმანეთთან აკავშირებს ისტორიას, ჩვენ და მომავალს.
სუფთა ბოროტება არსებობს მხოლოდ ზღაპრებში
- ყოველი ნეგატიური კომენტარის უკან ადამიანია, რომელსაც ვერ ვიტანთ. ბევრ ჩვენგანს სურს იყოს ზოგიერთისთვის საყვარელი პიროვნება, თუმცა ამის აღიარება არ ძალუძს.
სიმშვიდე გვაწყნარებს
- სიმშვიდე - მთხრობელი, მრჩეველი და ა.შ. აჩუქეთ საკუთარ თავს დრო ფიქრისთვის, იმისათვის, რომ თავში დაალაგოთ ყველაფერი თაროებზე და გათავისუფლდეთ კრიტიკისგან.
გულგრილობა სიკვდილის ტოლფასია
- არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე გულგრილობა, საკუთარი თავის შეზღუდვა გრძნობებსა და ქმედებებში. მე ვცხოვრობ და ვვითარდები მაშინ, როცა მიყვარს და მძულს - ამიტომ ვგრძნობ.
ზოგჯერ სამსახური უბრალოდ სამსახურია
- ყველას აქვს რაღაც ნიჭი და შესაძლებლობა, რომლის რეალიზებას ვახდენთ ანაზღაურებისა და თანამდებობის მიუხედავად. ყოველი ჩვენგანი - უნიკალური ინდივიდია, რომელიც სამყაროს ცვლის ოფისს მიღმა: სახლში, სტუმრად ყოფნისას, პაემანზე, ვახშამზე და ოცნებებში. დაიმახსოვრეთ, რომ ჩემი სამსახური - უბრალოდ სამსახურია, მე ბევრად მეტი ვარ...
არასდროს არის გვიან ცხოვრების შესაცვლელად
- რეალობა განსხვავდება А პუნქტიდან B-მდე. ცხოვრება - რთული გეომეტრიაა ბევრი წერტილით, პარალელითა და გადაკვეთით. მხოლოდ პროცესში ჩანს, ვინ ხარ და რა გსურს.
ყველას თავისი სიმართლე აქვს
- რაში მდგომარეობს სიმართლე? დამოკიდებულია ადამიანზე, გარემოებებზე, პირად შეხედულებებზე. ყველას თავისი სიმართლე აქვს, რომელიც შესაძლოა არ მოეწონოს სხვას.
არ ღირს პირობის მიცემა
- დღეს თუ ვპირდებით რამეს, ხვალ აუცილებლად უნდა ვაგოთ პასუხი. წარმატებასა და წარუმატებლობას შორის ბალანსი ასეთია. არავის ძალუძს სრული კონტროლი მიმდინარე მოვლენებზე.
ჩვენ უფრო უძლურები ვართ, ვიდრე გვსურს
- როგორც კი ავად ვხდებით, მაშინ ვაანალიზებთ, თუ რამდენად უძლურები და დაუცველები ვართ. არ ღირს ამის დავიწყება.
ორიენტირი - გამოცდილების შედეგია
- რთულია მთელი ცხოვრება ერთი კონკრეტული პრინციპის გათვალისწინება, რომლის წინააღმდეგად გალაშქვრა აქამდე აზრადაც არ მოგვსვლია. ნამდვილი ღირებულებები გამოცდილებასთან ერთად ვლინდება და სულაც არ აქვს მნიშვნელობა, რას გვეტყვიან მშობლები.
ქაოსი ცხოვრებისეულად გარდაუვალია
- უწესრიგობა გვაძლევს შესაძლებლობას, კრეატიულად ვიფიქროთ, მივიღოთ საინტერესო გადაწყვეტილებები. წესები - შემოქმედებითობის მთავარი მტერია.
მაგია რეალურია
- სამყარო ფენომენალურია ყველაფრით. ზედმეტია საუბარი ბედისწერის იდუმალებაზე, წინასწარმეტყველებასა და შემთხვევითობებზე. ცხოვრება სავსეა იდუმალი მოვლენებით. ბევრს სჯერა ჯადოქრობის და თვლიან, რომ მაგია რეალურია.
საკუთარი თავის ნდობა სხვის შეხედულებაზე მნიშვნელოვანია
- ზოგჯერ ჩვენ ნაბიჯს იმიტომ ვდგამთ, რომ ყველა გარშემო მიგვითითებდა, როგორ არის უკეთესი. ეს მოუსვენრობასა და ეჭვებს ბადებს შედეგად ჩვენში. ინტუიცია და შინაგანი ხმა არასდროს მოგატყუებთ, მათი ნდობა აუცილებელია.
წასვლით ჩვენ წინ ვდგამთ ნაბიჯს
- დაბადებიდან ვეჩვევით ადამიანებთან მიჯაჭვულობას. იგივე ხდება ნივთებსა და ადგილებზე, კომფორტის ზონაზე. შეგეძლოს გაუშვა და წახვიდე, მოდის თანდათან, ვინაიდან ის დიდ ძალისხმევასა და სიმამაცესთან არის დაკავშირებული.
ხელოვნება - ენა, რომელიც უნდა ვისწავლოთ
- როგორც სიჩუმეს, ხელოვნებასაც დიდი ძალა აქვს. სამყარო შემოქმედებითობის გარეშე, როგორც უდაბნოა ქვიშის გარეშე, ცარიელია და მარტოსული.
ჩვენ გაგვაფუჭა საზოგადოებამ
- ამ დასკვნამდე მივიდა ჟან-ჟაკ რუსო XVIII საუკუნეში და დღეს ამ ფილოსოფოსის სიტყვები და შეხედულება კვლავაც აქტუალურია. ჩვენ ვცხოვრობთ ნიღბების სამყაროში, ყალბი ღიმილის, დაუმსახურებელი ცრემლების ეპოქაში.
ზოგჯერ რაიმე ნივთი არის ის, რადაც გვეჩვენება
- ზოგიერთი ნივთი და ქმედება დაფარულ აზრს ატარებს. როგორც ფროიდი იტყოდა, სიგარა - ზოგჯერ უბრალოდ სიგარაა, ყველანაირი აზრის გარეშე.
ფულს ბედნიერება არ მოაქვს
- იყო სასურველი, უყვარდე და ესმოდეთ შენი, ამას ფინანსებით ვერ იყიდი. ეს არის ის, რაც ბედნიერებისთვის გჭირდება.
ტკივილის დაფარვა შეუძლებელია
- მწუხარება, რომელსაც ვეჯახებით, საკუთარ თავში არ უნდა დავტოვოთ. უნდა მივიღოთ ის და გავუზიაროთ ახლობლებს, სანამ არ გალღვება თბილ ჩახუტებაში.
სიმართლე სადღაც ახლოშია
- სამყარო დინამიკურია, მუდმივად ფართოვდება და ვიწროვდება და ყოველ მიზეზგარეშე მეც განვაგრძობ მასთან ერთად მოძრაობას, გამოცდილებითა და დროსთან ერთად 30 დასკვნით.
წყარო