ბოლო პერიოდში ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი "ინსტაგრამზე" კიდევ უფრო გააქტიურდა. ის გამომწერ ქალბატონებს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კითხვებს უსვამს და ცხადია, გვეძლევა საშუალება, გავიგოთ საზოგადო აზრი, რომელიც საინტერესოა.
ამჯერად ნუკი შეეხო ურთიერთობის ასპექტებს, ასევე, მეგან მარკლის და პრინც ჰარის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საკუთარი აზრიც დააფიქსირა. სტატიაში შემოგთავაზებთ ქალბატონების აზრსაც ამ და სხვა თემაზე.
ნუკი კოშკელიშვილი: "ჩემი "ინსტაგრამი" ხომ სუფთა ჭორაობაა. ხოდა, იცით რაზე მეფიქრება ამ სამეფო სკანდალის გამო (ვინც არ იცით, პრინცმა და მეგანმა უარი თქვეს წოდებებზე, მიატოვეს ბრიტანეთი და გადავიდნენ კანადაში)
რამდენჯერ გვინახავს ჩვენი ყოფილები, ჩვენ რომ დაგვიწუნებენ და მერე ვიღაც “აშარაშკებს" ხვდებიან, გულში რომ ფიქრობ, მე არა და ეს კი?!
და მერე ის გოგო რომ კარგად დაატრიალებს ამ ბიჭს, აურევს თავგზას, დაუნგრევს ცხოვრებას, გამოიყენებს და გადააგდებს და შენ კიდევ გულით გიყვარდა და კარგი გინდოდა მისთვის, მაგრამ დაგიწუნა (ხო, ვიცი, ბევრი ფიქრობს, რომ მეგანი მხარს უჭერს ჰარის და არა პირიქით, მაგრამ დაიმახსოვრეთ, ინანებს ეს ბიჭი).
ხოდა, აი კარგად რომ აერევათ ცხოვრება და მერე რომ მოგიტრიალდებიან და გეწუწუნებიან, არადა, როცა შანსი ჰქონდათ, გაწვალებდნენ...
ახლა მგონია, ის ჰარის ყოფილი ზის და უყურებს სეირს, ელოდება, როდის მიხვდება, რა შეცდომა დაუშვა ამ ბიჭმა.
უი და კიდევ, რომ გვეუბნებიან (ან გვაგრძნობინებენ, კიდევ უარესი), აუ შენ ისეთი არ ხარ, ასეთი არ ხარ, ეს არ მაწყობს ის არ მაწყობს და ბოლოს ისეთებთან რჩებიან, ცოტა პირი გრჩება ღია...
ხოდა რა ხდება? ჯადოა? (ისე, გჯერათ ჯადოსი?)
ნუ მოკლედ, რა არის, თავს ევლები, შენს სიტყვას ძაღლად არ აგდებს, მერე გამოჩნდება ვიღაც გოგო, დაიტრიალებს თითზე და ფაფუ. თითქოს სხვა კაციააა...
გქონიათ ასეთი შემთხვევა? რამდენჯერ გაგკვირვებიათ თქვენი ყოფილის არჩევანი? ანდა იქნებ გჯერათ, რომ ჰარის ასეთი საქციელი ნამდვილი სიყვარულის ნიშანია? იქნებ ეს არის ნამდვილი სიყვარული, საყვარელი ადამიანის გამო ყველაფერზე წამსვლელი იყო?!
მაინც ის გოგო მახსენდება, დიდხანს რომ ხვდებოდა და ბოლოს დაშორდა... პ.ს. გქონდა ჰარი შანსი, ახლა მეყოლე ვარდივით და იფიქრე, რა გოგო გაუშვი ხელიდან (ჩემზე მაქვს საუბარი)."
ტელეწამყვანის პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აი, რას ფიქრობენ ქალბატონები:
"მე მგონია, რომ მომაბეზრებელია ისეთი ცხოვრება, სადაც უნდა იცხოვრო წესებით და კანონებით. ძალიან მომწონს, იცხოვრებენ თავისუფლად, იმუშავებენ, იგულავებენ და ისე მოიქცევიან, როგორც მოისურვებენ. რა სჯობს ამას?"
"მე ძალიან მომწონს ეს წყვილი და ბედნიერებას ვუსურვებ. ადვილი არაა, იყო სამეფო ოჯახის წევრი და მით უმეტეს, პრინცი. მხოლოდ სახელი არაა საკმარისი, იყო ბედნიერი. ძნელია მათი წესების დაცვა და ისე მოქცევა, როგორც მათ უნდათ და არა ისე, როგორც თავად პრინცს სურდა."
"მართალი ხარ. რით ააჩერჩეტა ასე ეს ფილარმონია კაცი ნეტა. ელისაბედი რომ ქართველი იყოს, წყევლით ამოაგდებდა ალბათ."
"ყველას არ სიამოვნებს მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა და ოცნებობს მისთვის მშვიდად ცხოვრებაზე, რას ხედავ ამაში ცუდს?"
"აუ, ზუსტად მეც ეგრე ვფიქრობ. აურევს და დატოვებს გაღიმებულს"...