თანამედროვე ცხოვრება სულ უფრო და უფრო ნაკლებად ჰგავს იმ ზღაპრებს, რომლებიც ბავშვობაში ასე ძალიან გვიყვარდა. თუმცა, იშვიათი გამონაკლისებიც არსებობს.
კარეტა ჩაანაცვლა ტაქსმა, ფერიის ჯადოსნური ჯოხის მიერ კაბის გაჩენა კი ონლაინ შოპინგმა და სახლში მიტანის სერვისმა.
თუ უკვე გყავთ ადამიანი, ვის ნახვასაც სამომავლო გეგმებში მოიაზრებთ, მაშინ ბრძოლის დაწყება მოგიწევთ, რომ მხოლოდ მიმოწერა კი არა შეხვედრაც შეძლოთ. თუმცა პირველ შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ასეთ დროს ადამიანები ბევრ დეტალს აკვირდებიან.
ჩვენ ვიცით რისი გაკეთებაა საჭირო, რომ მოვხიბლოთ ახალგაცნობილი მამაკაცი.
1. არ ითამაშო და იყავი ის, ვინც ხარ
რა თქმა უნდა კარგი იქნება თუ საუკეთესო ფოტოებს ამოარჩევ ინტერნეტში დასადებად, თუმცა მაინცდამაინც ნუ დადებთ ისეთ ფოტოს სადაც საკუთარ თავს არ ემსგავსებით. არის შემთხვევა, როცა მხოლოდ ქორწილში გადაღებული ფოტოებით გაგიცნობენ. რეალურად კი ხვდები ადამიანს, რომლის სანახავადაც მსგავსი მძიმე მაკიაჟით ვერ წახვალ.
პირიქით, თუ ისეთ ფოტოებსაც დადებთ, სადაც კარგად არაა გამოკვეთილი თქვენი ნაკვთები ან ტანი, შესაძლოა შეხვედრისას რეალობა მოლოდინს აღემატებოდეს და მამაკაცი სასიამოვნოდ გააოცოთ.
არ უნდა გაექცე საკუთარ თავს, რადგან ყველა დეტალი რომელიც შენშია განსაკუთრებულს გხდის. შეგიძლია გარეგნობაში სიახლე შეიტანო და შენი პლუსები უკეთ წარმოაჩინო.
2. შეხვედრაზე სჯობს ბუნებრივი, ნათელი მაკიაჟით წახვიდეთ. მაცდუნებელი წითელი ტუჩსაცხი შემდეგი შეხვედრისთვის გადავდოთ. იდეალური ვარიანტია ე.წ "Nude Makeup", თითქოს ზედმეტად არ ემზადებოდით ამ შეხვედრისთვის.
გამოიყენეთ დამატენიანებელი და პრაიმერი, იმისთვის რომ კანმა თანაბარი ფერი მიიღოს. არ გამოგრჩეთ რამდენიმე წვეთი ჰაილაითერი და ტუში.
ადრე თუ გვიან შეიძლება ამ მამაკაცის წინაშე უმაკიაჟოდ გაღვიძება მოგიწიოთ, ამიტომ მსუბუქი მაკიაჟი მძიმე არტილერიას სჯობს და თქვენს საწინააღმდეგოდაც არ იმუშავებს.
3. არ იცით, მოეწონება თუ არა თქვენი სუნამო, ამიტომ თქვენს პარფიუმს დიდი რაოდენობით ნუ იპკურებთ.
ეცადეთ, რომ თქვენი ვარცხნილობა ბუნებრივი იყოს და მუდმივად შესწორებას არ საჭიროებდეს, რადგან ეს დაგძაბავთ.
ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ამიტომ სავსებით შესაძლებელია ამ წესებს არ ითვალისწინებდეს, მაგრამ წინდახედულობა აუცილებელია.
4. კომფორტული ტანსაცმელი
პირველი შეხვედრის დროს თავს მაქსიმალურად კომფორტულად უნდა გრძნობდეთ. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი სტილის სამოსს მიჩვეული იყოთ.
თუ ყველაზე თავდაჯერებულად თავს ჯინსებსა და ბოტასებში გრძნობთ, მაშინ რატომაც არა?
უმჯობესია კლასიკური კაბა სხვა დროისთვის გადადოთ.
ბოლოს და ბოლოს ჯერ ხომ არც იცით ის ადამიანი რამდენადაა სათქვენო.
5. გამარჯვებული ფლეილისთი
გასაკვირი არ არის ის, რომ იმ ადგილას სადაც ერთმანეთს ხვდებით მუსიკა ჟღერდეს.
თუ მოინდომებთ შესაძლებლობა მოგეცემათ საკუთარი სიმღერები ჩაართვევინოთ და ეს დაგეხმარებათ, რომ თავი წვეულების დედოფლად იგრძნოთ.
შეიძლება პატარა ხრიკსაც მიმართოთ და იმ სიმღერის ტექსტითაც ესაუბროთ.