27-29 იანვარი - მთვარე თევზებშია. კარგია დასვენება და სულიერი სიმშვიდის მოპოვება. კარგ შედეგს მოგიტანთ მედიტაცია. სულიერი პრაქტიკები, მომატებულია მგრძნობელობა. ამიტომ მოერიდეთ ნეგატიურ ინფორმაციებს. კარგ შედეგს მოგიტანთ აბანო, აუზი, ზღვის პროდუქტების კოსმეტიკის გამოყენება. მოერიდეთ ტერფების გადაღლას.
29 იანვარი - მთვარე ვერძში გადადის. მოიმატებს აქტიურობის, ლიდერობის სურვილი. კარგია სპორტი, ცეკვები, ნებისმიერი ფიზიკური აქტიურობა. უნდა მოვუფრთხილდეთ თავს, არ გაიცივოთ და არ გადატვირთოთ. ეს გაფრთხილება 31 იანვარსაც ეხება. აკონტროლეთ წნევა. კარგია თმის ნიღაბი, თავის მასაჟი. მოერიდეთ პლასტიკური ოპერაციების ჩატარებას სახეზე, სილამაზის ნემსების გაკეთებას, ყურების გახვრეტას და კბილების მკურნალობის დაწყებას.
პირველი და 2 თებერვალი - მთვარე კუროშია. კარგი პერიოდია საყიდლებისთვის. ნივთები პრაქტიკულობითა და გამოყენების ხანგრძლივი ვადით გაგახარებთ. კარგია კოსმეტოლოგთან ვიზიტი, სახისა და ყელის კანის კვება. შეგიძლიათ თავს უფლება მისცეთ და გემრიელობები დააგემოვნოთ. უმჯობესდება ემოციური ფონი. სასარგებლოა თევზი და ზღვის პროდუქტები. გაიკეთეთ სახის მკვებავი კრემები, ნიღბები, წარბების კორექცია, თმის შეღებვა. უარი თქვით ტუჩებთან და ყელთან (კისერთან) დაკავშირებულ პროცედურებზე.
შეგახსენებთ, რომ ეს კვირა მზარდი მთვარის პერიოდია. ადამიანებში იმატებს ოპტიმიზმი, სიცოცხლის ხალისი, ორგანული ქსოვილებიც კი განახლდება. სასარგებლოა: თმის შეჭრა (თუ გსურთ, რომ თმა სწრაფად გაიზარდოს), კანის დატენიანება და კვება. კარგი პერიოდია ლიფტინგისთვის, გამაახალგაზრდავებელი პროცედურების ჩასატარებლად, მეზოთერაპიისთვის. ფრჩხილებისა და წამწამების დასაგრძელებლად; გამაჯანსაღებელი და სამკურნალო მასაჟისთვის.
ორშაბათი და სამშაბათი ალერგიული დღეები გვაქვს. მოერიდეთ მათ გამომწვევ პროცედურებსა და პროდუქტებს. სიფრთხილე გმართებთ წყალთან, წამლებთან და ალკოჰოლთან.
კვირის რჩევა: თავს უფლება მიეცით, ცოტა მეტი დაისვენოთ, მეგობრებთან ერთად გაერთოთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 27, პირველი.
კვირის რჩევა: მოიხსენით ვარდისფერი სათვალე. გადაწყვეტილების მიღებისას მეტად თავდაჯერებული უნდა იყოთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 21, 30.
კვირის რჩევა: უქმეებზე რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ საყვარელ ადამიანს.
კვირის საუკეთესო დღეები: 30, 2.
კვირის რჩევა: მორალურ დახმარებას ახლობლებისგან მიიღებთ. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით აავსეთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 27, 30.
კვირის რჩევა: ნუ შეიყვარებთ ადამიანს, ვინც ლამაზი სიტყვებით დაგახვევთ თავბრუს. საყვარელი ადამიანი სინაზით აავსეთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 31, პირველი.
კვირის რჩევა: გახსოვდეთ, რომ იდეალური ადამიანები არ არსებობენ. ნუ შეგეშინდებათ ცხოვრების შეცვლის.
კვირის საუკეთესო დღეები: 28, 31.
კვირის რჩევა: ხანდახან კომპრომისზეც უნდა წახვიდეთ, რომ ურთიერთობაში ჰარმონია შეინარჩუნოთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 28, 2.
კვირის რჩევა: გრძნობები სიტყვით კი არა, საქმით უნდა დაამტკიცოთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 29, 31.
კვირის რჩევა: იყავით ყურადღებით საყვარელი ადამიანის მიმართ. ნუ აჩქარდებით არჩევანის გაკეთებისას.
კვირის საუკეთესო დღეები: 28, 20.
კვირის რჩევა: გახსოვდეთ, რომ ჩხუბი საყვარელ ადამიანთან ვნებიანი შერიგების მიზეზია. ახალი თაყვანისმცემელი თქვენი დახვეწილი მანერებით უნდა მოხიბლოთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 30, პირველი.
კვირის რჩევა: საყვარელ ადამიანს გაუკეთეთ საჩუქარი, გააოცეთ.
კვირის საუკეთესო დღეები: პირველი, 2.
კვირის რჩევა: გამოიჩინეთ სითამამე და დაიწყეთ საუბარი პირველმა.
კვირის საუკეთესო დღეები: 29, პირველი.