კოლეგებს შორის მეგობრული დამოკიდებულება ხშირად გადაზრდილა რომანტიკულ ურთიერთობაში. გაინტერესებთ, როგორ უნდა მიიზიდოთ კოლეგის ყურადღება, თუ მასთან მხოლოდ სამსახურებრივი კონტაქტი არ გაკმაყოფილებთ?
კოლეგა მამაკაცი: არ გაუშვათ შანსი ხელიდან, რომ მისი ყურადღება მიიქციოთ. გულწრფელად აღფრთოვანდით მისი კარიერული მიღწევებით. ამასთანავე, გახსოვდეთ, რომ ვერძი დამპყრობელია და მას გაუღვიძეთ თქვენი მონადირების სურვილი.
კოლეგა ქალი: დაეხმარეთ საქმიანი კონკურენტების "განადგურებაში". თქვენი ყურადღება მხოლოდ მასზე უნდა იყოს მომართული, სიყვარულში მოცილეებს კი თავად გაანეიტრალებს.
კოლეგა ქალი: უყვარს ფუფუნება. მასთან შეიძლება საერთო სარფიანმა ბიზნესპროექტმა დაგაახლოოთ. ხშირად შეაქეთ და უთხარით კომპლიმენტები.
კოლეგა ქალი: მას სიახლეები და ახალი შთაბეჭდილებები სურს. შესთავაზეთ გასეირნება, საინტერესო ადგილების მონახულება.
კოლეგა ქალი: შეუქეთ ნახელავი. ის აუცილებლად მოიტანს სამსახურში თავის მომზადებულ გემრიელობებს.
კოლეგა ქალი: გაახარებთ, თუ საჩუქრებით, თუნდაც მდიდრული თაიგულით გაანებივრებთ. აგრძნობინეთ თავი დედოფლად.
კოლეგა ქალი: პრაქტიკული და შრომისმოყვარეა. დაიხმარეთ ბუღალტრული საკითხების მოგვარებაში. მიმართეთ, როგორც ავტორიტეტულ კოლეგას.
კოლეგა ქალი: მიიპატიჟეთ რომანტიკულ კაფეში, გამოიწვიეთ ნელ ცეკვაზე, უთხარით კომპლიმენტი და ეცადეთ, გაახალისოთ.
კოლეგა ქალი: უყვარს საიდუმლოებები. ხანგრძლივ ინტრიგაში გამოიწვიეთ და გაუღვივეთ ინტერესი თქვენ მიმართ. შეგიძლიათ ანონიმური წერილებიც კი მისწეროთ.
კოლეგა ქალი: ყურადღებას მოგაქცევთ, თუ დახვეწილ მანერებს გამოავლენთ, ბრენდულ სამოსსა და აქსესუარებში იქნებით გამოწყობილი.
კოლეგა ქალი: ხშირად შეუქეთ პროფესიონალური მიღწევები. სთხოვეთ, გაგიზიაროთ ცოდნა-გამოცდილება. მართალია, რომანტიკული არაა, მაგრამ საიმედო მეთოდია.
კოლეგა ქალი: ორიგინალური კომპლიმენტი უნდა უთხრათ. თუ ყურადღება მოგაქციათ, არაფორმალურ წვეულებაზე მიიპატიჟეთ.
კოლეგა ქალი: მიახვედრეთ, რომ ნამდვილი მამაკაცი ხართ. დაეხმარეთ სიმძიმეების მიტან-მოტანაში, ესაუბრეთ რომანტიკულად და მიიპატიჟეთ კინოსეანსზე, ფოტოგამოფენაზე.