ეს სტატია განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ხშირადაა გამოუძინებელი.
- რაც უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებთ ძილთან დაკავშირებით, უფრო ვაცნობიერებთ რამდენად მნიშვნელოვანია სწორი რეჟიმი ტვინის ფუნქციონირებისთვის.
- ძილის ნაკლებობამ შესაძლებელია, რომ ალცჰაიმერის დაავადების რისკები გაზარდოს.
ბოსტონის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფმა, რომელსაც ლორა ლუისი ხელმძღვანელობს, ჩაატარა ექსპერიმენტები, რომლებიც ძილის ნაკლებობას უკავშირდება და ალცჰეიმერის დაავადების რისკს. მათ გადაწყვიტეს ამ მოვლენის მექანიზმი გაერკვიათ.
მოხალისეები ლაბორატორიაში გვიან ღამით მივიდნენ. წინა ღამით არ სძინებიათ (რომ გაადვილებოდათ დაძინება).
შედეგად, მკვლევარებმა ფარდა ახადეს საიდუმლოს, თუ რატომ მატულობს დაავადებების რისკი ძილის რეჟიმის დარღვევის დროს.
სრულყოფილი ძილი რამდენიმე ფაზას გულისხმობს.
როდესაც ვიძინებთ, თავდაპირველად იწყება ე.წ მსუბუქი ძილის ეტაპი და შემდეგ თანდათან გადავდივართ ღრმა ძილის ფაზაში.
ბოლოს კი არის ფაზა, რომელიც იმ მომენტსაც შეგვიძლია შევადაროთ, როცა ვოცნებობთ. თვალები დახუჭულია, რეალობასთან ახლოს ვართ, მაგრამ ბოლომდე არა.
- დადგინდა, რომ ძილის დროს ტვინში არსებული ნეირონები სინქრონულ სამუშაოს ასრულებენ, რაც სიფხიზლის დროს არ ხდება.
ნეირონები ჩართულიც შეიძლება იყოს და გამორთულიც, ნათურების მსგავსად. მეორე შემთხვევაში გააჩნია რამდენად მძიმეა სიტუაცია, მაგრამ ცხადია რომ ტვინი ჩვეულებრივზე გაცილებით ნაკლებ ჟანგბადს იღებს, რაც საზიანოა. (ნერვული სისტემა ხომ ინფორმაციის დამუშავებასა და გადაცემას უზრუნველყოფს ელექტრული და ქიმიური სიგნალების მეშვეობით).
ეს შეგვიძლია შევადაროთ სახლში შუქის გამორთვას, როცა ელექტროენერგიას ვზოგავთ.
ტვინში თანდათან ტოქსინები გროვდება და ალცჰაიმერის დაავადების გაზრდის რისკს იწვევს.
- საჭიროა დღის ძილი არ გამოვრიცხოთ, რადგან ის ჩვენს ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება.
- ძილის ყველა საჭირო ფაზას თუ გავდივართ, ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი ღამე გვძინავს დილამდე და რეჟიმს ვარეგულირებთ.
- როდესაც ძილი არ გყოფნით მეტად ღიზიანდებით, მაგრამ არ შეშინდეთ. ეს ყველაფერი დროებითი შეიძლება იყოს.
უბრალოდ უნდა გვახსოვდეს, რომ რაც უფრო მეტად ვიკლებთ ძილს, უფრო მეტად შეიძლება შეგვექმნას საფრთხე ჯანმრთელობის მხრივ.