ქეთა თოფურია ბოლო დროს კიდევ უფრო დაიხვეწა, რაც "ინსტაგრამის" გამომწერებს არ გამორჩენიათ. ამბობენ, რომ სიყვარულმა მის გარეგნობაზე დადებითად იმოქმედა.
ბოლო დროს ქეთა რადიკალურად განსხვავებულ კაბებს იცვამს და ცდილობს, თავისი სტილით ახალი სიტყვა თქვას. ადრე მას ტანზე გამოყვანილი კაბები ეცვა, ახლა კი მის სამოსს მოყვანილობაც განსხვავებული აქვს.
მის გარედერობში მრავლადაა ქართველი დიზაინერის - ბიჭოლას მიერ შექმნილი სამოსიც.
რაც შეეხება მაკიაჟს, თოფურია უკვე რა ხანია, ღია ფერის ტუჩსაცხებს ამჯობინებს. აშკარაა, რომ მას სადად მოხატული ტუჩები უფრო მოსწონს, თუმცა რამდენჯერმე, როგორც ხედავთ, განსხვავებული მაკიაჟიც შემოგვთავაზა. როგორი სადა მაკიაჟიც უნდა ჰქონდეს, ყოველთვის ცდილობს, გამოკვეთოს ყვრიმალები და გამოიყენოს ჰაილაითერი.
გადავხედოთ მის ახალ ფოტოებს: