კეტოდიეტის შესახებ ალბათ ყველას გსმენიათ, მაგრამ ახლა მის სახეცვლილ ვერსიაზე ვისაუბრებთ. ასპარეზზეა ახალი ვარიანტი - ”სწრაფი კეტო”. რას გულისხმობს ეს ყოველივე, ამას სტატიიდან გაიგებთ.
კეტოდიეტის ახალი ფორმა:
- გავიხსენოთ ყველასთვის კარგად ნაცნობი კეტოდიეტის ძირითადი პუნქტები: ბევრი ცხიმი და ცოტაოდენი ნახშირწყლები, შაქრისა და ტკბილი პროდუქტის შემცირება. 65–70% ცხიმი, 20-30% ცილა, 5-10% ნახშირწყლები- ამას მიჰყვებიან ადამიანები, რომლებმაც უკვე იციან კეტოდიეტის პრინციპები.
- სწრაფი კეტო კი არის ძველი კეტოდიეტის განახლებული ვარიანტი, რომელიც საკვების გარკვეული ინტერვალებით მიღებას გულისხმობს. ანუ, შეგიძლიათ დიეტის დროს ყველანაირი საკვების მიღება, რომელიც რეჟიმს არ ეწინააღმდეგება, მაგრამ დღე-ღამეში მხოლოდ 8 საათის განმავლობაში. (დასაშვებია ოდნავ მეტი, ან ნაკლები დროც).
ამ რეჟიმის სწორად დაცვა თუ გსურთ, მოგიწევთ ერთი კერძით ნაკლები მიირთვათ. დღის განმავლობაში განსაზღვრულ რაციონს ერთ რომელიმე კერძს თუ გამოაკლებთ ორგანიზმი უფრო სწრაფად იწყებს შეგუების მომენტს. (ნახშირწყლების ნაცვლად ცხიმებისგან ვიღებთ საჭირო ენერგიას). სხვა ყველაფერი კი უცვლელია და შეგიძლიათ ტრადიციული კეტოდიეტის მენიუს აუწყოთ ფეხი.
და ამ რეჟიმით წონაში დაკლებას შევძლებთ?
რა თქმა უნდა. წონაში დაკლება ნებისმიერი კვების რეჟიმით შეგვიძლია, თუ სწორ შეზღუდვებს დავუწესებთ თავს და კალორიებს გავაკონტროლებთ.
მნიშვნელოვანი დეტალი:
კეტო არ არის ხისტი დიეტა. ამგვარი რეჟიმი შეიძლება ცხოვრების წესად გექცეთ, თუ ის თქვენთვის შესაფერისია.
უარყოფითი მხარეები:
რა უარყოფითი მხარე აქვს ამ რეჟიმს?
ზოგიერთი ადამიანი მზადაა უფრო შორს შეტოპოს და აიკრძალოს ყველაფერი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ასეთ დროს ორგანიზმი იძულებული ხდება ენერგია აღიდგინოს, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენც იძულებულები ვხდებით ვჭამოთ ზომაზე მეტი. როცა ბალანსს ვერ ვიცავთ სავსებით შესაძლებელია ეს ყოველივე უარყოფითად აისახოს ჩვენს კუნთებზე, მათ შორის გულის კუნთზეც.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: უსიამოვნო გვერდითი მოვლენების თავიდან ასარიდებლად სჯობს განსაზღვროთ რომელი დიეტაა ზედგამოჭრილი თქვენთვის, ამიტომ გაიარეთ კონსულტაცია დიეტოლოგთან.