უკვე 90 წელია, რაც „კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია“ ყოველწლიურად აჯილდოებს გამორჩეულ ნამუშევრებს. წლების განმავლობაში, "ოსკარის" ჯილდო მრავალ რეჟისორს, მსახიობსა თუ სხვა პროფესიონალს გადაეცა. ცერემონია წლების განმავლობაში უფრო და უფრო გაიზარდა და ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდაც იქცა, ისტორიამ კი რამდენიმე უცნაური, ზოგჯერ მეტად სახალისო ფაქტი შემოგვინახა "ოსკარის" დაჯილდოების შესახებ.
წარმოგიდგენთ 15 განსაკუთრებულად გამოსარჩევ ფაქტს "ოსკარის" დაჯილდოების შესახებ, რომელთა შესახებ ბევრ კინომანსაც კი არ სმენია.
ტელევიზორში "ოსკარის" დაჯილდოება პირველად 1953 წელს გავიდა.
მიუხედავად იმისა, რომ "ოსკარის" ცერემონია 1929 წლიდან ტარდებოდა, ის ტელევიზორში პირველად მხოლოდ 1953 წლის 19 მარტს იხილა მაყურებელმა, შავ-თეთრ ფერებში. დაჯილდოებას აშუქებდა “NBC”-ს სამაუწყებლო არხი. 13 წლის შემდგომ, უკვე 1966 წელს, მაყურებელმა დაჯილდოება ფერადადაც იხილა.
1940 წელს ფერადმა ფილმმა პირველად მოიგო "ოსკარი" საუკეთესო ფილმის კატეგორიაში.
„ქარწაღებულნი“ გახდა პირველი ფერადი ფილმი "ოსკარის" ისტორიაში 1940 წელს, რომელმაც საუკეთესო ნამუშევრის კატეგორიაში მოიპოვა გამარჯვება. აგრეთვე გამოსარჩევია, რომ ორი წლით ადრე „ვარსკვლავის დაბადება“ გახდა პირველი ფილმი, რომელმაც ამ კატეგორიაში ნომინაცია მოიპოვა. 1965 წელს უკვე ხუთივე ნომინირებული ფილმი ამ პრიზისთვის ფერადი იყო.
ისტორიის განმავლობაში მხოლოდ ერთმა ადამიანმა, სახელად ოსკარმა, შეძლო მოეპოვებინა "ოსკარის" ჯილდო.
"ოსკარის" მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც სახელად ოსკარი ერქვა და ამაზე სახელწოდების ჯილდო მოიპოვა, ლირიცისტი ოსკარ ჰამერშტეინი იყო. მან საერთო ჯამში 5 ნომინაცია და მათ შორის, ორი "ოსკარი" მოიპოვა, 1941 და 1945 წლებში.
"ოსკარის" სტატუეტი მხოლოდ 1 დოლარი ღირს.
1950 წლის შემდეგ აკადემია "ოსკარის" ყველა გამარჯვებულს "ოსკარის" ქანდაკებას გადასცემს. როგორც ირკვევა, არავის შეუძლია მიღებული "ოსკარის" გაყიდვა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ისინი მას აკადემიას არ მიჰყიდიან 1 დოლარად. მეორე მხრივ, შავ ბაზარზე "ოსკარს" ბევრად უფრო დიდი ფასი აქვს. ექსპერტების თქმით, "ოსკარის" შექმნის დღიდან დაახლოებით 150 ასეთი სტატუეტი გაიყიდა.
ერთხელ მსახიობმა გამარჯვებულად საკუთარი თავი გამოაცხადა.
მესამე დაჯილდოების დროს, 1931 წელს, ნორმა შირერმა გამარჯვებულად საკუთარი თავი გამოაცხადა. ფილმისთვის „განქორწინება“ ის ერთბაშად სამ ნომინაციაში იყო წარდგენილი. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მსახიობმა, რომელიც გამარჯვებულის ვინაობას აცხადებდა, საკუთარი სახელი ამოიკითხა. გაგრძელება