ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ბოლო დროს "ინსტაგრამზე" ნაკლებად აქტიურობდა. ის ცოტა ხნის წინ თბილისს დაუბრუნდა, თუმცა, ცხადია, დროებით.
მისი გამომწერი ქალბატონები ისევ აქტიურები არიან და მნიშვნელოვან თემებზე ყოველთვის აქვთ პასუხი, რომელიც ხშირად დისკუსიას ხელს უწყობს.
ამჯერად ნუკიმ გამომწერებს ამ სიტყვებით მიმართა:
"როგორ ფიქრობთ, რა არის სამუდამო? ახალგაზრდობა არ არის.
სიძულვილი არის? შეიძლება სამუდამოდ შეიძულო?
თუ სიყვარულია სამუდამო, აი, შეიყვარე და აღარასდროს გადაგიყვარდა.
ახლა ვფიქრობ ამაზე და დედას გეფიცებით, ვერ ვხვდები, რა არის ამ ცხოვრებაში სამუდამო...
აი, მარტო დედის სიყვარული მგონია... მეტი მართლა არაფერი. თქვენ რას ფიქრობთ?"
ცხადია, ამ თემასთან დაკავშირებით აზრი რამდენიმე ნაწილად გაიყო.
ქალბატონების პასუხები კი ასე გამოიყურება:
"დედაშვილობა, ეს არის სამუდამო", "ადამიანი, რომელიც შენში ჩაისახა, დასაბამი მიეცა და ფიზიკურად იყო შენთან დაკავშირებული. ჩემი შვილი რამ უნდა გადამაყვაროს", "სამუდამო არის ცვლილებები, წარმავლობა", "სამუდამო არაფერი არ არის",
"თუ სიყვარულს არ ჩავთვლით, რადგან როგორც თქვენ ამბობთ, ბევრი ცოლ-ქმარი შორდება და ბევრს აღარ უყვარს ერთმანეთი და ისე ცხოვრობენ. მაშინ არც დედაშვილური სიყვარულია სამუდამო, რადგან ძლიან ბევრი დედა ტოვებს შვილებს სანაგვეზე, რაც ნამდვილად არაა სიყვარული. ასე თუ ჩავუღრმავდებით, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ სამწუხაროდ, მარადიული არაფერია. თუმცა მე სრულებით არ ვფიქრობ, რომ ეს ასეა... ნამდვილი, წრფელი, სუფთა სიყვარული ყოველთვის მარადიული იქნება (ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია და არ ჩამქოლოთ)",
"რამდენი დედა კლავს და აგდებს საკუთარ შვილს. 15 წლის ვიყავი მე, დედაჩემი რომ დავკარგე და ახლა 27 წლის ვარ. 12 წელია ზუსტად, ცას ისე შევყურებ და ისე დამრჩა გაწვდილი ხელები ცისკენ, დედა დამიბრუნეთ, დედაჩემი არ წაიყვანო, ღმერთო. სამუდამო არის უსამართლობა".
ბოლო კომენტარს სხვა ქალბატონებიც გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ მათი აზრითაც სამუდამო მხოლოდ უსამართლობაა.
თქვენ რას იტყვით, ქალბატონებო? სიამოვნებით გავეცნობით თქვენს მოსაზრებებს.