ახალი ათწლეულის დასაწყისი, მით უმეტეს, გაზაფხული - მშვენიერი მიზეზია იმიჯის კარდინალური ცვლილებებისთვის. ჩვენ კი თავი მოვუყარეთ 20 საუკეთესო ფილმს მკვეთრი მეტამორფოზით.
"საზიზღარი იხვის ჭუკიდან მშვენიერ გედად გადაიქცა" - მთელი ჰოლივუდის საყვარელი სიუჟეტი და ჩვენიც, სხვათა შორის. ზღაპარი გარდასახვაზე, პრინცზე, რომელიც ჰორიზონტზე გამოჩნდება, მუდმივი კლასიკაა, რომელიც იმიჯის ექსპერიმენტებისკენ გვიბიძგებს. მნიშვნელოვანია მიიღოთ სიამოვნება გარდასახვის შედეგად, როგორც ქვემოთ მითითებულ ფილმებში მთავარმა გმირებმა მიიღეს.
Never Been Kissed / 1999
- ჯოზის გარდასახვა, რომელიც სკოლის მერხს დაუბრუნდა, საკუთარ თავში იპოვის იმ ყველაფერს, რაც 1990-იან წლებში ყველაზე მეტად გვიყვარდა.
Grease / 1978
- სენდის ლეგენდარული გარდასახვა კარგი გოგოდან ცუდში.
The Princess Diaries / 2001
- უბრალოდ ბრავო, მაესტრო პაბლო!
She's the Man / 2006
- შექსპირის "მეთორმეტე ღამის" ადაპტაცია - ამანდა ბაინსი გადაიქცევა ბიჭად.
The Breakfast Club / 1985
- ელისონის გარდასახვის სცენა ერთ დროს ბევრი თინეიჯერის გარდასახვის მიზეზი გახდა.
Cinderella / 1949
- პირველი და მთავარი დედოფალი გარდასახვაში.
Mean Girls / 2004
- ჩვეულებრივი, აფრიკიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოფრენილი უმანკო გოგონადან ჩვეულებრივ "ბაუნტიდ" გადაქცევის მაგალითი.
Pretty Woman / 1990
- თითოეული ლუქი ფილმიდან ინსპირაციის ახალი წყაროა.
The Parent Trap / 1998
- ლინდსი ლოჰანს უყვარს გარდასახვა, ეს ფილმი კი ამის უტყუარი დასტურია.
The Hunger Games / 2012
- ერთ დღეში კიტნის ევერდინი მე-12 დისთრიქთის ჩვეულებრივი მცხოვრებიდან მთავარი ტრიბუტის "შიმშილის თამაშების" გმირი ხდება.
She's All That / 1998
- ზაკი გადაწყვეტს, კლასში ყველაზე შეუხედავი გოგონას, ლენის მთავარ ლამაზმანად გადაქცევას, თუმცა პროცესში როგორც ხდება ხოლმე - შეუყვარდება.
Clueless / 1995
- შერი და დიონი ნებისმიერ ნაცრისფერ ვირთხას სკოლიდან ნამდვილ დედოფლად გადააქცევენ.
Dirty Dancing / 1987
- ეს ის შემთხვევაა, როცა ახალი კაბა ცხოვრებას ცვლის.
Easy A / 2010
- ოლივის გარშემო გავრცელებული ჭორები უბიძგებს იმიჯის შეცვლისკენ, რაც სკოლის წესებს ეწინააღმდეგება.
The Devil Wears Prada / 2006
- ენდი და მისი ლამაზი ზღაპარი, რომელსაც მოდურ ჟურნალთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.
Maid in Manhattan / 2002
- და კვლავ, ერთი კაბა უბრალო დამლაგებლის მთელ ცხოვრებას ცვლის.
A Cinderella Story / 2004
- სემმა თავისი ნიღბით მხოლოდ ოსტინის გაგიჟება მოახერხა.
Desperately Seeking Susan / 1985
- მადონა - მეტამორფოზის უბადლო დედოფალი.
My Fair Lady / 1964
- ქუჩაში უბრალო ყვავილების გამყიდველი ნამდვილ ლედიდ გადაიქცევა.
Working Girl / 1988
- ტესის მაგალითზე ყველამ კარგად დავინახეთ, რომ ახალი ვარცხნილობა წარმატების გარანტიაა.
წყარო