გასული წლის 28 იანვარს ჯანეტ ქერდიყოშვილისა და ნოე სულაბერიძის საერთო შვილი - ანნა სულაბერიძე მოევლინა ქვეყანას.
მოდელისთვის ანნა პირველი შვილია, ნოესთვის კი - მესამე, მესამე ქორწინებიდან. "მის საქართველო 2011"-ისა და ცნობილი პროდიუსერ-ტელეწამყვანის ქორწინება ერთი წლის წინ მოულოდნელი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის. წყვილის გარშემო საზოგადოების ინტერესი არ წყდება. სწორედ ამიტომ ჯანეტმა გადაწყვიტა, "ინსტაგრამზე" გულშემატკივრების მიერ დასმული შეკითხვებისთვის გულწრფელად ეპასუხა.
მოდელი ამბობს, რომ შვილს ძუძუთი კვებავს, ხოლო კითხვაზე, როდის გამოაჩენს პატარას სახეს, პასუხობს: "ჯერ ცოტა წამოიზარდოს".
- ჯანეტ, როგორი გრძნობაა დედობა?
- 2020 წლის 28 იანვრის მერე მივხვდი, რისთვის ვარსებობდი ამქვეყნად.
- ბუნებრივად იმშობიარე და რამდენ ხანში?
- დიახ, ბუნებრივად, 5 საათში. თუმცა გავიკეთე ეპიდურალური გაუტკივარება. ვერ ვიტყვი, რომ სასიამოვნო იყო ნემსის გაკეთების პროცესი, მაგრამ დიდი მადლობა ექიმ დოლიოტეს 1931 წელს შექმნილი ეპიდურალური ანესთეზიისთვის. გაგრძელება