ერთი შეხედვით, ვიტამინებსა და მინერალებზე ყველაფერი ცნობილია - სხეულის თითოეული უჯრედისთვის გამოიგონეს სასარგებლო აბები, რომლებიც სწორ ფუნქციონირებას უწყობს ხელს. თუმცა, თემის პოპულარობიდან გამომდინარე, ინტერნეტსივრცე სავსეა მითებით. ერთად გავერკვეთ, თუ რას უნდა დავუჯეროთ და რა მივაკუთვნოთ ფოლკლორს.
1. პოლივიტამინები საჭიროა იმუნიტეტის გასაძლიერებლად
- ჯერ კიდევ 2013 წელს დაკვირვებებმა დაადასტურა მულტივიტამინების კომპლექსის არაეფექტურობა. მულტივიტამინებს ბევრი პრობლემა აღენიშნებათ: არასაკმარისი დოზირება, ზოგიერთი ვიტამინის ერთმანეთთან აბებში "შეუთავსებლობა", ვიტამინების სრული კომპლექტის უნივერსალური ფორმის შესაძლებლობის არქონა. ვიტამინები ცალკე დანამატის სახით უნდა დაინიშნოს ექიმის მიერ უკმარისობის დადასტურების შემთხვევაში. ამასთანავე, დაბალანსებული კვება თავისი ვიტამინებით, რა თქმა უნდა, უკონკურენციოა.
2. თუკი მუდმივად ვიტამინებს იღებ, ჰიპერვიტამინოზი დაგეწყება
- ჰიპერვიტამინოზის დასაწყებად ძალიან ბევრი უნდა ეცადოთ. განსაკუთრებით ეს ეხება წყალში ხსნად ვიტამინებს, როგორებიცაა B და С. ეს ნივთიერებები ორგანიზმში არა მარტო სწრაფად გროვდება, არამედ ელვის სისწრაფითაც გამოდის ორგანიზმიდან. ცხიმის შემცველი А, Е, D, K ვიტამინები სიფრთხილეს მოითხოვს, ვინაიდან მათი მარაგი ნელ-ნელა იქმნება და უფრო გვიან ხდება ორგანიზმიდან მათი გამოდევნა. ძირითადად, ეს პრობლემები იმ ადამიანებს აღენიშნებათ, ვინც სინთეზურ კვებას იცავს, მაგალითად, სპორტსმენებს.
3. კალცი ამაგრებს ფრჩხილებს
- ფრჩხილები, როგორც თმა - ცილოვანი სტრუქტურაა, მისი საფარველი კერატინს შეიცავს. ფრჩხილს სიმტკიცეს ამინომჟავა ცისტეინი მატებს, მისი უკმარისობა კი მტვრევადობას განაპირობებს. კალციუმი აუცილებლად უნდა იყოს ფრჩხილში, თუმცა, მის გარდა, მნიშვნელოვანია სელენი, თუთია, ფოსფორი და ქრომი. ეს მაკროელემენტები, ამავდროულად, ძვლებს და ნერვულ სისტემას სჭირდება.
4. С ვიტამინი გაციებისას გვეხმარება
- ეს მოსაზრება გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლებიდან არსებობს, თუმცა დაკვირვებებმა ორგანიზმის დამცავი ბარიერის შექმნაში ასკორბინის მჟავის ეფექტურობა არ დაადასტურა. სამაგიეროდ, D ვიტამინი ნამდვილ დამცავ შრეს ქმნის, რომელიც საკმაოდ კარგად ვლინდება ზრდასრულ ადამიანში მზის სხივების უკმარისობისას. ოფისში მომუშავე პერსონალს იგივე პრობლემები აღენიშნება, როგორიც ინგლისელ მეშახტეებს მეცხრამეტე საუკუნეში.
5. ხილში, ბოსტნეულსა და ბურღულეულში ყველა ვიტამინია
- საკვებ პროდუქტებში, როგორც ცხოველური ცილის იდენტურად, В12 ვიტამინის აუცილებლობა მნიშვნელოვანია. ის გვხვდება დიდი რაოდენობით ცხოველურ პროდუქტებსა და ნიგოზში, სხვადასხვა კომბოსტოს სახეობაში. ამ ნივთიერებას სამეცნიერო სახელი "ციანკობალამინი" ეწოდება, აქტიურ როლს თამაშობს რკინის ცვალებადობაში, მისი უკმარისობის შედეგად კი თვეების შემდეგ ანემია ვითარდება და ვლინდება სისუსტით, აპათიით, ძილიანობით, მახსოვრობის გაუარესებით და უყურადღებობით. ვეგეტარიანელებში ეს ყველაზე ხშირია. შესაბამისად, მათ ენიშნებათ სპეციალური ვიტამინების კომპლექსი.
წყარო