მთავრობისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების შემდეგ სახლში დარჩენისკენ საზოგადოება ერთმანეთს უკვე სოციალურ ქსელში მოუწოდებს. "ფეისბუქზე" დაიწყო კამპანია #დარჩისახლში, რომელიც ათასობით ადამიანს აერთიანებს.
როგორც ცნობილია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ხელისუფლებამ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორის, აიკრძალა ე.წ. ყვითელი მარშრუტკების მოძრაობა, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებშიც. შესაბამისად, მგზავრთა ნაკადი გაზრდილია მუნიციპალურ ტრანსპორტში.
აღნიშნულის გამო სახლში დარჩენისკენ მოუწოდა ხალხს თბილისის მერმაც. კახა კალაძის განმარტებით, თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს, საზოგადოებამ თავი უნდა შეიკავოს გადაადგილებისგან.
ანალოგიური რეკომენდაცია გასცა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ. გაგრძელება