როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი სწრაფად, ზედმეტი დანახარჯის გარეშე: 8 მეთოდი - Marao

როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი სწრაფად, ზედმეტი დანახარჯის გარეშე: 8 მეთოდი

2020-03-19 09:57:16+04:00


წესით და რიგით, ყველა ჩვენგანს ჰქონია სურვილი, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყოლოდა, მაგრამ შესაძლოა, არ იყო შესაფერისი დრო ან არ გვქონდა ამის საშუალება... თავის მართლებას სჯობს, რომ ვიმოქმედოთ.

ეს უკიდურესად მარტივი ზომები დაგეხმარებათ, მნიშვნელოვნად აიმაღლოთ იმუნიტეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს სხეულს, წინააღმდეგობა გაუწიოს ვირუსებსა და ბაქტერიებს.

საუკეთესო მეთოდი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის- სუფთა წყალია.

  • ჩაი, ყავა და წვენები ჩამნაცვლებლად არ განიხილება!
  • სასურველია, დღეში დაახლოებით 2 ლიტრი დალიოთ (იმ შემთხვევაში, თუ თირკმელები არ გაწუხებთ).
  • მეტაბოლური პროცესების სწორად წარმართვას სწორედ წყალი უწყობს ხელს, რაც ახლა ძალიან გჭირდებათ.
  • ორგანიზმი ტოქსინებისგან უფრო უკეთ შეძლებს გათავისუფლებას.
  • ეს გახლავთ საბაზისო რამ, იმისთვის, რომ კორონავირუსთან ბრძოლა მოვიგოთ.

მცენარეული ჩაი ჩვეულებრივი ჩაის ნაცვლად

დროა, შეცვალოთ თქვენი ჩვევები, რომლებიც შეგიძლიათ გააუმჯობესოთ. ბუნებრივ იმუნომოდულატორთა შორის ლიდერობენ: ექინაცეა, კამის, შავი მაყვლის, პიტნის ჩაი. მცენარეული ჩაის შემადგენლობა შეგიძლიათ გააუმჯობესოთ: დაამატოთ თაფლი, ლიმონი და ჯანჯაფილი, რომელსაც ანთების და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია და შეუძლია საწყის ეტაპზე მიღების დროს შეაჩეროს ეს ყოველივე.

ეს სწორედ ის მეთოდია, რაც ახლა ასე ძალიან გვჭირდება.

მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მოსაზრება არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს კორონავირუსზე სასმელი - არ გირჩევთ გარისკვას.

ეცადეთ, უარი თქვათ როგორც მძიმე სასმელებზე, ასევე სიგარეტზე (მათ შორის, ელექტრონულზეც).

  • ალკოჰოლის მიღებამ ამ შემთხვევაში შესაძლოა იმუნური სისტემის ნგრევას შეუწყოს ხელი.
  • თქვენ გჭირდებათ ძალა, რომელიც ტოქსინების განეიტრალებაში დაგეხმარებათ.

რეგულარული ძილი 7-9 სთ-ის განმავლობაში

  • თუ ქრონიკული უძილობით იტანჯებით, სასწრაფოდ უნდა გადახედოთ თქვენს გრაფიკს და ეცადოთ, რომ მოიწესრიგოთ.
  • თუ ძილს ნაკლებ დროს უთმობთ, მაშინ თქვენი იმუნური სისტემა შესაძლოა საგრძნობლად დაქვეითებული იყოს.
  • უნდა გააცნობიეროთ, რომ თქვენი დასვენების აუცილებლობა ახლა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს უტოლდება.

არ დაემალოთ მზის სხივებს და შეძლებისდაგვარად შეეგებეთ მათ. ამგვარად ორგანიზმს ხელს შეუწყობთ, რომ D ვიტამინი გამოიმუშაოს.

მზის ზემოქმედება დეპრესიასაც უშლის ხელს და წუხილს გვიმსუბუქებს.

თუ D ვიტამინის დეფიციტი გაქვთ და უფრო სერიოზული ჩარევა გჭირდებათ, ვიდრე „მზის აბაზანებია“, მით უმეტეს, თუ არც სიტუაცია გიწყობთ ხელს, ჩანაცვლება შესაძლებელია.

კარგი იქნება, თუ თევზს და კვერცხს საჭირო დოზით მიიღებთ.

დაიცავით ჰიგიენის ნორმები. უფრო საგულდაგულოდ!

კორონავირუსის გავრცელებამ, ძირითადად, ჩვეულებრივ ჰიგიენას ერთგვარი ტრანსფორმაცია განაცდევინა. რაც უფრო ხშირად დაიბანთ ხელებს - მით უკეთესი.

არამხოლოდ ხელებს, ადამიანები სახეს და ცხვირის მიდამოებსაც საპნით ისუფთავებენ.

ექიმები გვირჩევენ, რომ კბილები დღეში მინიმუმ 2-ჯერ გავიხეხოთ და რეგულარულად მივიღოთ შხაპი, რათა საფრთხე თავიდან ავიცილოთ.

კიდევ ერთი სასარგებლო რჩევა: გაისუფთავეთ ხელები ალკოჰოლის შემცველი ანტისეპტიკური საშუალებით და ეს სახლში დაბრუნებისთანავე გააკეთეთ. კარს დახურავთ თუ არა, დაუყოვნებლივ გაწმინდეთ ტელეფონი. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ, რომ დაიბანოთ ხელები (როგორც "მეცნიერები ამბობენ" - 25 წამის განმავლობაში და აუცილებლად საპნით).

დაკავდით სპორტით

ამ შემთხვევაში მშვენიერი ფიგურა გვერდით ეფექტთან შეგვიძლია გავაიგივოთ, რადგან უპირატესი ახლა ჯანმრთელობაა.

გააკეთეთ ვარჯიშები. ეს აგიმაღლებთ განწყობას. სტრესის გარეშე ყოფნა კი იმუნური სისტემის გაუმჯობესების მსურველთათვის მთავარი გასაღებია.

წყარო