ემილი რატაკოვსკი გვაჩვენებს, როგორი მაკიაჟი უნდა გაიკეთოთ Zoom-ში კონფერენციისთვის (ვიდეო) - Marao

ემილი რატაკოვსკი გვაჩვენებს, როგორი მაკიაჟი უნდა გაიკეთოთ Zoom-ში კონფერენციისთვის (ვიდეო)

2020-03-31 12:23:02+04:00


ემილი რატაკოვსკიც კარანტინშია. მოდელმა გვაჩვენა, როგორ ემზადება Zoom-ში (ონლაინაპლიკაცია ვიდეოკონფერენციისთვის) ინტერვიუსთვის.

"დღეს Zoom-ში მაქვს ინტერვიუ. მინდა, კარგად გამოვიყურებოდე".

მოდელი იყენებს კონსილერს თვალების ქვემოთ, შეშუპებული ადგილების კორექციისთვის. შემდეგ იყენებს ბრონზერს.

ხრიკი: ემილი ბრონზერს ქუთუთოებზე ისვამს, რომ გარუჯული კანის ეფექტი შექმნას.

წარბებზე იყენებს ფანქარს, შემდეგ ისვამს "რუმიანას" ლოყებსა და ცხვირის წვერზე, რომ ბუნებრივი ეფექტი შექმნას.

ემილი ტიკ-ტოკითაც ერთობა.