საფრანგეთში, COVID-19-ის გავრცელების მასშტაბისა და ლეტალობის მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ვითარებაა. ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა უკვე 8000-ს გადააჭარბა.
AMBEBI.GE დაუკავშირდა ქართველ ექიმს, ინფექციონისტ ეკა ჩაკვეტაძეს, რომელიც 17 წელია საფრანგეთში ცხოვრობს და მუშაობს. ახლა იგი ერთ-ერთ სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსის განყოფილებას ხელმძღვანელობს. შესაბამისად, ყოველდღიურად ასეულობით ინფიცირებულთან უწევს შეხება და როგორც ინფექციონისტს, უკვე დიდი გამოცდილება დაუგროვდა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაშიც.
- უპირველესად, დავიწყოთ საფრანგეთში არსებული ვითარების მიმოხილვით. რა მდგომარეობაა ქვეყანაში ვირუსის გავრცელების კუთხით და რა სიტუაციაა იმ საავადმყოფოში, სადაც თქვენ მუშაობთ?
- საფრანგეთი ახლა არის პიკის პერიოდში, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა ფიქსირდება ინფიცირებულთა მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც ალბათ დასტაბილურდება და შემდეგ იმედია, რომ კლებას დაიწყებს. ოფიციალური უწყებების თანახმად, პიკის პერიოდი კიდევ ერთი კვირა გაგრძელდება.
სადაც მე ვმუშაობ, ეს არის 350-საწოლიანი მულტიპროფილური საავადმყოფო, რომელიც გადაკეთდა და მთლიანად მოერგო ახალ გამოწვევას. 250 საწოლი სულ კორონავირუსით ინფიცირებულებს დაეთმო. 250-დან 200 თერაპიული განყოფილების ნაწილია, სადაც არიან მძიმე პაციენტები, მაგრამ მათ მართვითი სუნთქვა არ სჭირდებათ, ხოლო 50 საწოლი რეანიმაციული განყოფილებაა, სადაც ყველა პაციენტი ხელოვნურ სუნთქვაზეა.
ჩვენი საავადმყოფოს გვერდით არის კერძო კლინიკა და უნდა აღინიშნოს, რომ კერძო სექტორის ძალიან დიდი სოლიდარობაა საფრანგეთში. კერძო კლინიკებმა ყველა გეგმიური სამედიცინო აქტივობა გადადეს და ემსახურებიან მთლიანად კორონავირუსით ინფიცირებულებს. ნაკადები ნაწილდება სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის. რაც ეპიდემია დაიწყო, უკვე 500-მდე პაციენტი შემოვიდა ჩვენს საავადმყოფოში. აქედან დიდი ნაწილი გაეწერა. თუმცა ლეტალობებიც იყო.. განაგრძეთ კითხვა