დააკვირდით, რომელი კარტი „გიყურებთ?“ შესაძლოა რომელიმე ციფრი თქვენს შთაგონებაში ამოტივტივდა ან რომელიმე კარტი განსხვავებულად გეჩვენათ. მიენდეთ საკუთარ ინტუიციას, მიჰყევით ინსტრუქციას და იხილეთ პროგნოზი, თუ რას უნდა ელოდოთ თქვენს ცხოვრებაში 1 თვის განმავლობაში.
თქვენ წინ უსაზღვრო ბედნიერების და კმაყოფილების პერიოდი გელით. თქვენი ადგილსამყოფელი თქვენსავე ენერგიასა და სიცოცხლისუნარიანობაზეც ახდენს გავლენას. ცხოვრება მშვენიერია და ჩანს, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. დრო მოვიდა, რომ თქვენი ცხოვრების სასწაულებრივი მხარე შეიგრძნოთ და დააფასოთ.
ყველაფერი, რის გამოც იბრძოდით, აგინაზღაურდებათ და შეგეძლებათ დამსახურებული კომპლიმენტების მიღება. ადამიანები სხვა თვალით შემოგხედავენ და ბევრს არა მარტო თქვენი შესაძლებლობების და უნარების, არამედ თქვენი შინაგანი მხარისაც შეშურდება, რომელიც ნათელია. თქვენი სითბო და დადებითი განწყობა ყველასთვის გადამდებია. ადამიანები თქვენში შთაგონების წყაროს იხილავენ. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც წარუმატებლობის და სხვების აზრის მიუხედავად, თავისი მიზნებისკენ ისწრაფვის და არ იღლება.
უნდა გაიაზროთ, რომ იმას მიაღწიეთ, რისი მიღწევაც ბევრ ადამიანს უნდა. თუმცა, მათ საამისოდ სითამამე და შეუპოვრობა არ ჰყოფნით, რომ დასახულ მიზნებს მიაღწიონ. თქვენი გაბრწყინების დროც მოვიდა და მიეცით საკუთარ თავს უფლება, რომ კმაყოფილება იგრძნოს.
სხვა მნიშვნელობა: მნიშვნელობა ენიჭება დედის ან ბებიის ენერგეტიკულ ველს, რომელიც უზრუნველყოფს თქვენს ცხოვრებაში სიახლეების შემოდინებას. მან იცის, რომ თავი მსხვერპლად დიდი ხნის მანძილზე გასწირეთ და უნდა, რომ გაიგოთ, თქვენი დრო მოვიდა.
ყველაფერი სწრაფი ტემპით განვითარდება, რაც დადებითი, აქტიური ტალღებით დაგმუხტავთ.
ეს კარტი ბედნიერების და წარმატების მომტანია. თქვენ დარწმუნებული ხართ იმაში, რასაც აკეთებთ. შეიძლება ნერვიულობდეთ იმ პროექტის ან კომპანიის გამო, რომელზეც მუშაობთ. იქნებ არც ისე აქტიური იყავით, მაგრამ ახლა გეძლევათ შესაძლებლობა, რომ მომდევნო რამდენიმე თვის მანძილზე ცხოვრება უფრო ენერგიული და აღმაფრენით სავსე გახადოთ.
გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ, რაც სიმსუბუქეს შეგმატებთ. სამოქმედო გეგმასაც დიდი ენთუზიაზმით შექმნით. ახალი ცხოვრებით აღფრთოვანებული იქნებით და მეტად თავდაჯერებული. თუ მძიმე მდგომარეობიდან ან ცუდი წარსულისგან თავის დაღწევა გინდათ, თქვენ ამას მოახერხებთ. მზადყოფნას აცხადებთ, რომ წინ წახვიდეთ და წარსული უკან მოიტოვოთ.
სხვა მნიშვნელობა: არსებობს მამაკაცის ენერგია (მამა, ან ბაბუა). ადამიანი რომელიც გეხმარებათ. ის პრაქტიკული, პრაგმატული ადამიანი იყო, რომელიც თავის ცხოვრებას შავ-თეთრ ფერებში აღიქვამდა. ეს ყოველივე კი სამომავლოდ იმაში გაგიწევთ დახმარებას, რომ ჩვეულებების ხაფანგში არ მოექცეთ, რომელსაც ცხოვრებისგან შეიძლება მოელოდეთ.
შესაძლებელია, რომ ამ 2 წლის განმავლობაში თქვენი ცხოვრება დანაკარგით და მძიმე განცდებით სავსე ყოფილიყო. შესაძლებელია, რომ ამის გამო თავდაჯერებულობა დაკარგეთ.
ახლა შესაძლებლობები გაქვთ. საუბარია ფინანსურად მომგებიან შესაძლებლობებზე, რომლებიც ბიზნესს უკავშირდება. უმჯობესია, ფინანსურ მრჩეველს მიმართოთ და ის ინვესტირებაში დაგეხმარებათ. შემოქმედებით მხარეს მიაქციეთ ყურადღება, ამ მხრივ შეიძლება ძვრები იყოს, ისევე, როგორც მოგზაურობის კუთხით.
ეს კარტი მწვანე შუქით გიჩვენებთ, რომ დაიმუხტოთ და თქვენი ცხოვრება უკეთ აკონტროლოთ. წინსვლის შესაძლებლობა თქვენს ნებისყოფაზე, კონტროლის უნარსა და სითამამეზეა დამოკიდებული. ცხოვრება სწორი მიმართულებით მიგყავთ, თუმცა თქვენი ბედის შესაქმნელად მზადყოფნა უნდა გამოუცხადოთ თქვენს თავს და მეტი მოტივაცია გჭირდებათ.
სხვა მნიშვნელობა: არსებობს ადამიანი, რომელიც თვალს გადევნებთ, მუდმივად გიყურებთ და გმფარველობთ.
იმედგაცრუებისა და მძიმე მდგომარეობისგან გაქცევა გსურთ, რათა განიკურნოთ, რაც კარგის მანიშნებელია. აღელვებული ზღვიდან მშვიდ ნაპირზე გამოდიხართ და თქვენს ემოციურ წარსულს უმკლავდებით. დროა, ის უკან მოიტოვოთ და წინ იყუროთ.
ეს კარტი გეუბნებათ, რომ ირწმუნოთ შემდეგი რამ: ცხოვრება ახალ-ახალი შთაბეჭდილებებით დაგაჯილდოებთ. საჭიროა მეტი რწმენა და მეტი მიზანი. ეს თქვენს ცხოვრებაში გარდამავალი პერიოდია, როცა ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა ხდება.
შეიძლება დაღლილობის განცდა გქონდეთ და თავი დამარცხებულადაც იგრძნოთ. შესაძლებელია გაუფერულდეს თქვენი ყოველდღიურობა. რთული პერიოდი გადაიტანეთ, რომლისგანაც არ გაქცეულხართ. თქვენს ცხოვრებაში არსებული დავა და დაძაბულობა სხვა ადამიანების მხრიდანაც შეიძლება იყოს გამოწვეული, ამრიგად, შესაძლოა საკუთარი თავის ყველაზე დიდი მტერი თავად გახდეთ.
სხვა მნიშვნელობა: თქვენ პატარა სული გაკვირდებათ, რომელიც დიდ სიყვარულსა და ბედნიერებას გისურვებთ.
ეს კარტი მოთმინებასა და მოლოდინთანაა დაკავშირებული. ის, რასაც ამდენი ხნის მანძილზე იძიებდით, შესაძლოა ჯერაც პასუხგაუცემელია.
ზოგჯერ ეს კარტი იმედგაცრუებას და ხანგრძლივ ლოდინს ნიშნავს. უმჯობესია მიიღოთ, განტვირთვის საჭიროების და სიახლეების პერიოდის მსგავსად, რომ გადაწყვეტილება შიშის გამო არ მიიღოთ. ზოგჯერ უკან უნდა დაიხიოთ და საკითხს სხვა მხრიდანაც შეხედოთ, რათა მისი დანახვა მეტი სიცხადით შეძლოთ.
ეს განკურნების და სიძლიერის პერიოდია. მარცხისა და იმედგაცრუების შიშსაც ნიშნავს. დადებითი კი არის ის, რომ ამ წარუმატებლობისგან კარგ გაკვეთილს მიიღებთ და ბევრ რამეს გადააფასებთ, რათა დრო უკეთ გადაანაწილოთ.
იმედგაცრუების თავიდან ასაცილებლად, ყოველდღიურად ადევნეთ თვალი თქვენს პროგრესს, მით უფრო, თუ ეს გრძელვადიან სამუშაოს ეხება. მიხვდებით, სად არის საჭირო ცვლილებები და სად, პირიქით. თავდაჯერებული უნდა იყოთ, რათა სწორ გზას დაადგეთ და მიზნებს მიაღწიოთ.
ბევრს მუშაობთ და მზად ხართ სიახლეების მისაღებად. დასვენების დღე გჭირდებათ, რომ მოდუნდეთ. თქვენი ცხოვრება მარტივი არ ყოფილა და დაბრკოლებებით სავსე იყო, თუმცა ეს არ გაფერხებთ. გახსოვდეთ, რომ ყოველთვის სუპერგმირი ვერ იქნებით. სუპერგმირსაც კი სჭირდება, რომ დაისვენოს.
ეს კარტი იმას მანიშნებელია, რომ ამ რამდენიმე თვეში თქვენი მდგომარეობა უკეთესისკენ შეიცვლება, რომ მოსავალს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიიღებთ. შეიძლება დისციპლინა და თვითკონტროლი დაგჭირდეთ, ასევე, დახმარების თხოვნაც. ეს შეიძლება კავშირში იყოს მწვრთნელთან, მრჩეველთან ან უბრალოდ მეგობართან საუბარი დაგჭირდეთ.
თქვენ ბევრ რამეზე დარდობთ (სიყვარული, ფული, ჯანმრთელობა და ა.შ.). ბევრი იფიქრეთ, მიმართეთ მედიტაციას და დადებით აზრებს მოუხმეთ, რომ კარგი პროცესები არ შეაჩეროთ.
სხვა მნიშვნელობა: არსებობს სული, რომელიც შესაძლოა დეპრესიაში იყო, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა ან წვალებით გარდაიცვალა. სწორედ ის არის თქვენი მფარველი. შეგახსენებთ, რომ სჯობს საკუთარი თავის დასჯა შეწყვიტოთ და ტანჯვას დაემშვიდობოთ. არსებობს ბევრი სასიხარულო რამ, რომლის მიღებაც თქვენზეა დამოკიდებული და რატომაც არა, რომ მიიღოთ?