ქალების 12 პროცენტი სექსის დროსაც ტელეფონით სარგებლობს - Marao

ქალების 12 პროცენტი სექსის დროსაც ტელეფონით სარგებლობს

2012-05-21 14:50:24+04:00

აი, საუკეთესო მაგალითი იმისა, რომ ქალებს შეუძლიათ, ერთდროულად რამდენიმე საქმით დაკავდნენ. აღმოჩნდა, რომ მშვენიერი სქესის წარმომადგენლების 12 პროცენტი სექსის დროს მობილურ ტელეფონს იყენებს!

როგორც ასოციაცია Meredith arents Network–ის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, ამერიკელი ქალები 18–დან 35 წლამდე სექსის დროს ტელეფონს ხელიდან არ უშვებენ.

როგორც ვხედავთ, თანამედროვე ტექნოლოგიებისადმი სიყვარული რაღაც ეტაპზე მანიაკალურში გადაიზარდა.

შესაძლოა, სექსის დროს ქალბატონების უმრავლესობა ტელეფონზე არ საუბრობს, მაგრამ ცნობილია, რომ ბევრი მათგანი ვიდეოზე (რომლითაც აღჭურვილია თანამედროვე მობილურები) იღებს აქტს.

სხვათა შორის, ითვლება, რომ ასეთი "საოჯახო ვიდეო" წყვილს კიდევ უფრო აახლოებს ერთმანეთთან.

თუმცა კვლევას პასუხი არ გაუცია კითხვაზე, ზუსტად რა მიზნისთვის უნდათ ქალბატონებს სექსის დროს ტელეფონები.

გარდა ინტიმური ვიდეოგადაღებისა, ქალბატონები სიყვარულის დროს პასუხობენ ზარებს, სმს–ებს, ან ამოწმებენ სოციალური ქსელის გვერდებს. კვლევის ავტორებმა თავადაც აღნიშნეს, რომ ყველაზე საინტერესო მომენტები მათ გაურკვეველი დარჩათ.

მასალის წყარო: Medikforum.ru