თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
ბროკოლი - მდიდარია ბოჭკოებით, C და K ვიტამინებით. ნაწლავური ფუნქციის დასარეგულირებლად საჭიროა მისი ყოველდღიურად ჩართვა საკვებ რაციონში.
ვაშლი - ძველი ინგლისური ანდაზის თანახმად, ყოველდღიურად ერთი ვაშლის ჭამა ექიმებისგან განრიდების საუკეთესო საშუალებაა. ამ აზრს ბევრი სპეციალისტი იზიარებს, რადგან ვაშლი მდიდარია პექტინით, სპეციალური ბოჭკოთი, რომელიც ნაწლავებს ჯანმრთელობას უნარჩუნებს.
ისპანახი - ორგანიზმს ავსებს საკვები ნივთიერებებით, აუმჯობესებს ნაწლავების პერისტალტიკას, სასარგებლოა არა მხოლოდ საჭმლის მომნელებელი, არამედ სხვა სისტემებისთვისაც.
წყარო: mkurnali.ge