როგორ გამოვაცხოთ ყველაზე არომატული პური სახლის პირობებში - Marao

როგორ გამოვაცხოთ ყველაზე არომატული პური სახლის პირობებში

2020-04-30 13:33:46+04:00


არაფერია სახლში გამომცხვარ პურზე უფრო გემრიელი. თუ მას გარკვეულ ინგრედიენტებს დაუმატებთ, განსაკუთრებულ არომატს შესძენთ.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი 1 კგ
  • მარილი 2 ჩ/კ
  • შაქარი 2 ჩ/კ
  • ზეთი 3 ს/კ
  • საფუარი 2 ჩ/კ
  • წყალი (გადადუღებული, ოთახის ტემპერატურის) 2-3 ჭიქა
  • როზმარინი ან ორეგანო გემოვნებით (დაახლ. 1 ჩ/კ)

მომზადება:

ღრმა ჯამში ჩაყარეთ ფქვილი და გააკეთეთ ჩაღრმავება შუაში.

ჩაყარეთ მარილი, შაქარი და საფუარი. კარგად აურიეთ.

ისევ გააკეთეთ ჩაღრმავება და ჩაასხით ზეთი. შემდეგ - წყალი და მოზილეთ ნაზი ცომი.

შეფუთეთ და დადგით თბილ ადგილას 1 სთ.

როდესაც ცომი ამოფუვდება, შეაზილეთ ორეგანო ან როზმარინი. გააკეთეთ გუნდები, დასერეთ ზემოდან და გამოაცხეთ ცხიმწასმულ საცხობ სინზე.

პურს ფუნჯით გადაუსვით ზეთი, რომ კარგად დაიბრაწოს.

გემრიელად მიირთვით!