არაფერია სახლში გამომცხვარ პურზე უფრო გემრიელი. თუ მას გარკვეულ ინგრედიენტებს დაუმატებთ, განსაკუთრებულ არომატს შესძენთ.
ინგრედიენტები:
- ფქვილი 1 კგ
- მარილი 2 ჩ/კ
- შაქარი 2 ჩ/კ
- ზეთი 3 ს/კ
- საფუარი 2 ჩ/კ
- წყალი (გადადუღებული, ოთახის ტემპერატურის) 2-3 ჭიქა
- როზმარინი ან ორეგანო გემოვნებით (დაახლ. 1 ჩ/კ)
მომზადება:
ღრმა ჯამში ჩაყარეთ ფქვილი და გააკეთეთ ჩაღრმავება შუაში.
ჩაყარეთ მარილი, შაქარი და საფუარი. კარგად აურიეთ.
ისევ გააკეთეთ ჩაღრმავება და ჩაასხით ზეთი. შემდეგ - წყალი და მოზილეთ ნაზი ცომი.
შეფუთეთ და დადგით თბილ ადგილას 1 სთ.
როდესაც ცომი ამოფუვდება, შეაზილეთ ორეგანო ან როზმარინი. გააკეთეთ გუნდები, დასერეთ ზემოდან და გამოაცხეთ ცხიმწასმულ საცხობ სინზე.
პურს ფუნჯით გადაუსვით ზეთი, რომ კარგად დაიბრაწოს.
გემრიელად მიირთვით!