იმისთვის, რომ წონაში დაიკლოთ, რა თქმა უნდა, ნებისყოფა გჭირდებათ. მაგრამ როგორ უნდა მოიპოვოთ ის? ჩვენს გმირს წონაში პირველივე მცდელობისთანავე არ დაუკლია. მან გამონახა ნდობა, საკუთარი თავის მიმართ და მცირედი მიზნები დიდ მიზნებად აქცია.
”35 წლის გახლავართ. ამჟამად პროგრამისტად ვმუშაობ. რამდენიმე წლის წინ კუჭზე ოპერაცია გავაკეთე, რათა წონაში უფრო სწრაფად დამეკლო, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ახლა მოგიყვებით, თუ როგორ დავიკელი 65 კილოგრამი.
ჩემი ამბავი
წონის პრობლემებმა მთელი ჩემი ცხოვრება მოიცვა. როდესაც გავთხოვდი, 5 წელში სამი შვილი გავაჩინე, აღარც კი ვიცოდი, როდის უნდა დამეკლო წონაში. ორსულობის პერიოდში ეს არ შეიძლებოდა.
შემდეგ სხვადასხვა პროგრამაში ცავერთე, მაგრამ არაინტენსიურად და ნებისყოფა მღალატობდა. გავჩერდი, ვიდე რამე შედეგს მივიღებდი. ვაგრძელებდი ყველაფრის ჭამას და ზაფხული რომ მოვიდა მივხვდი, რომ საყვარელ სამოსში ვეღარ ვეტეოდი.
დროთა განმავლობაში, წონამ განაპირობა ის, რომ ჯანმრთელობა შემერყა. ეს ეხებოდა არტერიულ წნევას და თანდათან წამლებზე დამოკიდებული ვხდებოდი.
- ცვლილების მთავარი ინიციატორი ჩემი 3 წლის შვილია. მან პირდაპირ მითხრა, რომ მსუქანი ვარ. აქამდე პირდაპირ არც არავის მოუმართავს, თუმცა მე, რა თქმა უნდა, ყველაფერი მესმოდა. ცხადია, მას არ უნდოდა გული ეტკინა ჩემთვის, მაგრამ მე სხვა თვალით შევხედე საკუთარ თავს - და გადაწყვიტე ყველაფერი შემეცვალა.
დავიწყე კალორიების დათვლა, კვების მონიტორინგი, ამრიგად, 25 კილოგრამი დავიკელი, შემდეგ კი გადავწყვიტე ქირურგიული ჩარევისთვის მიმემართა. ეს მოხდა იმის შემდეგ, რაც პირველ წელს, 30 კილო დავიკელი და შემდეგ უკან დავიბრუნე.
რასაც ახლა მივირთმევ:
- საუზმე: შვრიის ფაფა ნუშით ან კეფირით, კენკრა და ნახევარი ბანანი.
- სადილი: საქონლის ხორცი, ან ქათამი ბოსტნეულის სალათით.
- დამატებითი საკ ვები: შოკოლადის ცილოვანი კოქტეილი (შეანჯღრიეთ და ისე დალიეთ), ბრინჯის პური, ყველი.
- ვახშამი: ხორცი ან თევზი, ბოსტნეულით და სოუსით.
ჩემი ვარჯიშები
დავიწყე ველოსიპედით და ბოლოს ტრენერამდე მივედი. შემდეგ მათ ჩემთვის შესაფერისი სავარჯიშო პროგრამა შემირჩიეს და ვერც კი შევამჩნიე როგორ მივეჩვიე ამ ყველაფერს!
ახლა კვირაში 4-5 ჯერ ვვარჯიშობ, ისევ ძალები მოვსინჯე კრივში და ცეკვაში. სავარჯიშოების უმეტესობას სახლში ვაკეთებ.
რა დამეხმარა
პირველ რიგში, ვისწავლე მცირედი ცვლილებებით კმაყოფილება და მიზნებისკენ წასვლა. მაგალითად, მე შევწყვიტე გამაგრილებელი, გაზიანი სასმელების დალევა, მაგრამ ზოგჯერ მაინც ვრთავ საკუთარ თავს იმის ნებას, რომ კოკა-კოლა დავლიო. ჩემთვის უფრო ადვილია მივეჩვიო ცვლილებებს, რომლებიც ჩემს კვებას და ცხოვრების წესს ეხება.
მეორე- მე შევწყვიტე ისეთი საკვების ყიდვა, რომლებიც უამრავ კალორიას შეიცავს და რომლის მირთმევაც უსასრულოდ გვინდა. ესენია: ჩიპსები, ტკბილეული, შოკოლადი. ორიოდე თვის შემდეგ გადავწყვიტე ისევ მიმეღო, ოღონდ უფრო მცირე რაოდენობით.
მესამე- საკუთარი თავის სიყვარული ვისწავლე. 65 კილო დავიკელი და დარწმუნებული ვარ, რომ იგივე ნიშნულზე აღარასდროს დავბრუნდები, რადგან ახლა ცხოვრებას სულ სხვანაირად აღვიქვამ. „
წყარო: www.cosmo.ru