თურქი პროფესიონალი ექიმების აზრით კორონავირუსის წინააღმდეგ აუცილებელია ძლიერი იმუნური სისტემა გქონდეთ. ამისთვის საჭიროა საკმაო რაოდენობით მიიღოთ A, C, E, K და D ვიტამინები.
თურქეთის ყველაზე გავლენიანი ექიმების განცხადებით, ქვეყანა მზადაა კორონავირუსს დახვდეს. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში ჯერ არ არის არანაირი ოფიციალური შემთხვევა დაფიქსირებული, თურქები მაინც მსჯელობენ ვირუსის ბუნებრივი მეთოდებით დამარცხებაზე.
ექიმი სერათ კორანის თქმით, თურქეთშიც მიმდინარეობს ვაქცინის გამოგონებაზე მუშაობა, თუმცა როდისთვის იქნება მზად ეს არავინ იცის, ამიტომ ექიმი გვირჩევს, რომ ვირუსს ბუნებრივი მეთოდებით უნდა გავუმკლავდეთ: "როგორც სხვა დანარჩენი ვირუსები, კორონავირუსიც პირველად იმუნურ სისტემას უმიზნებს, ადამიანის სისუსტე ზუსტად აქედან იწყება... თითოეულ ჩვენთაგანმა უნდა ვიზრუნოთ საკუთარ თავზე და ვიკვებოთ სწორად! აუცილებლად მიიღეთ ვიტამინები, რათა იმუნური სისტემა გაიძლიეროთ".
ნახეთ რას გვირჩევთ თურქი ექიმი, რომელიც აჩიბადემის ინფექციურ კლინიკაში მუშაობს:
გაგრძელება