არსებობს რამდენიმე განსაკუთრებით "აპრობირებული" ამულეტი, რომლებსაც დღესდღეობითაც წარმატებით იყენებენ ადამიანები, განურჩევლად ეროვნებისა, ასაკისა და წარმოშობისა.
მონეტა
მიჩნეულია, რომ ძველი მონეტის ამულეტად გამოყენება მფლობელისკენ მატერიალურ დოვლათს იზიდავს. იგი ასევე აძლიერებს უკვე არსებული ფინანსური მდგომარეობის სტაბილურობას მფლობელისთვის.
მონეტა უნდა დააწებოთ უფერულ პლასტიკატის ნაჭერზე, რომელიც თავად მონეტაზე ოდნავ ფართო იქნება. პლასტიკატის ნაჭერი შეგიძლიათ გახვრიტოთ ზონრით ამულეტის სატარებლად და მონეტა, როგორც კულონი, ისე ატაროთ.
კაკალი
კაკლის ტარება თილისმის სახით, მფლობელს ჯანმრთელობასა და ემოციურ სტაბილურობას ჰპირდება. საამისოდ კაკალი უნდა გახვრიტოთ, ფრთხილად ამოასუფთაოთ მისი შიგთავსი და ასევე ფრთხილად მოათავსოთ მასში ქაღალდის ფურცელი, რომელზეც საკუთარ სურვილს დაწერთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
ქისა
მიჩნეულია, რომ ამგვარ თილისმას ფინანსური წარმატება და იღბალი მოაქვს კარიერაში. ნებისმიერი რბილი მატერიისგან შეკერეთ პატარა ქისა, მასში მოათავსეთ სამი მონეტა, ერთი გვირილის და ერთიც ვარდის გამხმარი ფურცელი. თავი უნდა მოუკრათ მწვანე ან ყვითელი ზონრით. ამგვარი ქისა შეგიძლიათ ჩანთითაც ატაროთ, მნიშვნელოვანი შეხვედრების დროს.
გაგრძელება