ფსიქოლოგებს შეუძლიათ, რომ ტესტების მეშვეობით პასუხი გაგვცენ, თუ რას შეიძლება ველოდოთ მომავალში. გაიარეთ ეს ტესტი და გაიგეთ, რა გელოდებათ მომავალში.
ჯერ ამ 9 კითხვას უპასუხეთ და პასუხები ცალკე ჩაინიშნეთ:
- აირჩიეთ მხოლოდ 1 ფერი - ყვითელი, ცისფერი, წითელი, მწვანე ან შავი,
- თქვენი სახელის პირველი ასო,
- თქვენი დაბადების თვე,
- შავი, თუ თეთრი?
- დაასახელეთ თქვენს გარემოცვაში მყოფი ადამიანებიდან, თქვენივე სქესის ერთ-ერთი წარმომადგენელი,
- თქვენი საყვარელი რიცხვი?
- რა უფრო გიყვართ, ფრენა თუ სეირნობა?
- ტბა თუ ოკეანე?
- ჩაიფიქრეთ სურვილი.
1. არჩეული ფერი:
თუ ყვითელი ფერი აირჩეთ: იღბლიანი, მხიარული ადამიანი ხართ, რომელიც ნებისმიერ პიროვნებას ანუგეშებს.
ცისფერი: იმპულსური ხართ და საყვარელი ადამიანისგან მუდმივად ყურადღებას და ალერსს მოელით,
წითელი: უზომოდ ენერგიული ხართ და თქვენი ცხოვრება სიყვარულითაა აღსავსე,
მწვანე: ძალიან წყნარი, მშვიდი პიროვნება ხართ, აგრესია თქვენგან შორსაა,
შავი: მკაცრი და კონსერვატორი ხართ.
2. სახელის პირველი ასო: ა-კ - თქვენი ცხოვრება მეგობრობითა და სიყვარულითაა აღსავსე,
ლ- რ - პირად ცხოვრებაში მოულოდნელი მოსახვევი გელით,
ს- ჰ- სიყვარულში გაგიმართლებთ.
3. დაბადების თვე:
იანვარი-მარტი - კარგი წელი გელით და მოულოდნელად სიყვარული შეიძლება გეწვიოთ,
აპრილი-ივნისი - მგზნებარე და ხანმოკლე რომანს ელოდეთ, მას მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ დაივიწყებთ,
ივლისი-სექტემბერი - წარმატებული წელი გექნებათ, რომელიც ძალიან ბევრ რამეზე იქონიებს გავლენას,
ოქტომბერი-დეკემბერი - პირად ცხოვრებაში სირთულეეებს შეეჭიდებით, მაგრამ საბოლოოდ პირად სიყვარულს მაინც იპოვით.
4. შავი, თუ თეთრი: შავი - ეს ფერი თქვენს ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებებისკენ მიგანიშნებთ, რომელიც შესაძლოა არც ისე მარტივად მოგეჩვენოთ, მაგრამ მალე ამ ყველაფრის გამო ბედს მადლობას შესწირავთ.
თეთრი - თქვენ გყავთ მეგობარი, რომელიც თქვენთვის ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ ამის შესახებ შეიძლება, არც იცოდეთ.
5. ადამიანი, რომელიც თქვენ დაასახელეთ - ის თქვენი ყველაზე ერთგული მეგობარია.
6. რიცხვი, რომელიც თქვენ დაასახელეთ - ეს ციფრი თქვენს ცხოვრებაში არსებული ნამდვილი მეგობრების რაოდენობას ასახავს.
7. რა უფრო გიყვართ:
სეირნობა - ცვლილებები დიდად არ გიყვართ.
ფრენა - თავგადასავლების მოყვარული ხართ.
8. რას აირჩევდით:
ტბა - საყვარელი ადამიანისა და მეგობრების მიმართ ერთგულებით გამოირჩევით.
ოკეანე - ადამიანებს სიხარულს ანიჭებთ, მაგრამ გათვლა ძალიან ძნელია.
9. სურვილი, რომელიც ჩაიფიქრეთ
ეს სურვილი უფრო მალე აგიხდებათ, რაც უფრო მეტ მეგობარს გაუმხელთ მას.