ვერძი
ყოფილ სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობის აღდგენის სურვილი გაგიჩნდებათ, მაგრამ ისიც მხოლოდ დროებით, სანამ თქვენს ცხოვრებაში ახალი სიყვარული არ გამოჩნდება, ის კი შეიძლება ივნისის ბოლოს გამოჩნდეს. დაქორწინებულებს მეუღლე ყველა სურვილს აგისრულებთ, სთხოვეთ სასურველი ნივთის შეძენა.
პოზიტიური დღეები ივნისში: 1, 5, 14 და 27.
კურო
მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა იმედგაცრუებას მოგიტანთ. ახალგაცნობილებმა მეტი ყურადღება გამოიჩინეთ, რათა მამაკაცმა თქვენი გრძნობებითა და ნდობით არ დაგაზარალოთ. შეყვარებულებმა შეიძლება გათხოვება გადაწყვიტონ და ამით მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესონ.
პოზიტიური დღეები ივნისში: 4, 8, 13, 17, 22 და 27.
ტყუპი
მარტოხელები დატკბებიან რომანტიკული თავგადასავლით, მაგრამ თავისუფლებასთან განშორებას არ ისურვებენ. კი ნუ ეჩხუბებით პარტნიორს, ეცადეთ, მის გაბედნიერებაზე იზრუნოთ. თუ კავშირმა თავი მოგაბეზრათ, შეიძლება ახალი რომანი გააბათ, თუმცა, ღალატი ადრე თუ გვიან გამოაშკარავდება.
პოზიტიური დღეები ივნისში: 1, 5, 20 და 25.
კირჩხიბი
შეიძლება გააბათ ფარული რომანი, რომელიც მხოლოდ თქვენ ორნს გეცოდინებათ. ზოგმა კი ფარულად იქორწინოს. თუმცა, 25 ივნისამდე ქორწინების ოფიციალურად დარეგისტრირებას არ გირჩევთ. საყვარელმა ადამიანმა შეიძლება შეგიზღუდოთ თავისუფლება, უმნიშვნელო რამის გამო გაგიფუჭოთ განწყობა.
პოზიტიური დღეები ივნისში: 4, 22, 26 და 30.
ლომი
გახსოვდეთ, რომ უსიამოვნებები დროებითია და ამის გამო კავშირის გაწყვეტა არ ღირს. უმჯობესია, ჩხუბის მიზეზში გაერკვეთ და გამოასწოროთ სიტუაცია. მარტოხელებს ახალი ნაცნობობა და ფლირტი ელის, ხანმოკლე, თუმცა, დასამახსოვრებელი. შეიძლება ყოფილი შემოგეხმიანოთ და თქვენ შორის კვლავაც იფეთქოს ვნების ალმა.
პოზიტიური დღეები ივნისში: 2, 12, 24, 27 და 29.
ქალწული
თუ პარტნიორის გრძნობებში ეჭვი გეპარებათ, გულახდილად დაელაპარაკეთ. თამამად უთხარით თქვენი სურვილების შესახებ. სასურველია, აუხსნათ, რომ მისი დახმარება საქმეებშიც გჭირდებათ. მეტად დაისვენეთ და გაერთეთ. ეცადეთ, ივნისი მშვიდად გადააგოროთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ, განსაკუთრებით დაშორებასთან დაკავშირებული.
პოზიტიური დღეები ივნისში: 12, 21, 24 და 29.
სასწორი
დაქორწინებულებმა ერთად უნდა მოიფიქროთ რამე გასართობი, მოწყენილბისგან დამოკიდებულება რომ არ გაგიფუჭდეთ ერთმანეთთან. დაფიქრდით, ბოლოს სად იყავით ერთად. შეიძლება განახლდეს ურთიერთობა ძველ შეყვარებულთან. ზოგსაც უცხოელთან ელის რომანის დაწყება, მაგრამ ახალი რომანტიკული კავშირი მყარი არ იქნება.
პოზიტიური დღეები ივნისში: 2, 6, 20 და 25.
მორიელი
ზოგიერთს შეიძლება ეჭვი შეეპაროს პარტნიორის ერთგულებაში. თუ ურთიერთობების გამწვავება არ გსურთ, ქმრის მიმართ ჭირვეული ნუ იქნებით. დაქორწინებულები ურთიერთობის გაუმჯობესების თუ გულახდილად დაელაპარაკეთ მეუღლეს.
პოზიტიური დღეები ივნისში: 7, 11, 16 და 26.
მშვილდოსანი
თქვენ ცხოვრებაში აუცილებლად გამოჩნდება ადამიანი, ვინც ყოველდღიურობას გაგილამაზებთ და შესაძლოა, ეს თქვენი ყოფილი პარტნიორი იყოს, რომელიც მიხვდება, რომ უთქვენოდ მისი ცხოვრება უფერულია. თვის ბოლოს მოიწყვეთ საკუთრი თავისთვის დღესასწაული: განაახლეთ გარდერობი ან ეწვიეთ სპა-ცენტრს; ვარცხნილობა მაინც შეიცვალეთ.
პოზიტიური დღეები ივნისში: 2, 6, 8, 9, 10 და 26.
თხის რქა
სამსახურის საქმეებისა და ვალდებულებების გამო დაწყვილებულებს გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა საყვარელ ადამიანთან. ზოგიერთმა შეიძლება მეუღლესთან ერთად ახალი ბიზნესი წამოიწყოს, ზოგმა კი - სამსახურში ფლირტი გააჩაღოს.
პოზიტიური დღეები ივნისში: 3, 8, 26 და 27.
მერწყული
შეყვარებულება, არსებული ურთიერთობა გააუმჯობესეთ. მარტოხელებს ახალი რომანტიკული თავგადასვალი თავის ტკივილის მეტს არაფერს მოგიტანთ. ზომიერება გმართებთ ახლობლებთან. თქვენი განცდების გამო მათთან ურთიერთობას ნუ გაიფუჭებთ.
პოზიტიური დღეები ივნისში: 20, 25 და 27.
თევზები
მარტოხელები მოერიდეთ ახალი რომანტიკული ურთიერთობების დაწყებას. დაქორწინებულებმა კი მეტად გამოავლინეთ თქვენი კულინარიული ნიჭი, დაკავდით ხელსაქმით. ზოგიერთი შვილების ყოლაზე დაფიქრდება ან გაიგებს, რომ ფეხმძიმედაა. საყვარელმა ადამიანმა ეჭვიანობა რომ არ დაიწყოს, ყველას ნუ ეფლირტავებით.
პოზიტიური დღეები ივნისში: 4, 13, 17 და 18.