ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის გარშემო აგორებულ სკანდალს საზოგადოებაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელსაც ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობას ედავებიან, გუშინ სასამართლომ 100 000-ლარიანი გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლა.
თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში უამრავი კომენტარი და შეფასება იწერება. სპორტსმენს არაერთი ცნობილი ადამიანი მხრდაჭერას უცხადებს.
ლევან სონღულაშვილი, მხატვარი:
"ბასილაშვილის საქმეს მინდა შევეხო. დიდ პატივს ვცემ კანონმორჩილ მოქალაქეებს და ძალიან მაღიზიანებს, როცა ვინმე რიგს არღვევს. ცოტა ხნის წინ, დაახლოებით, 20-25 წუთი მაღაზიის რიგში ვიდექი. ჩემ უკან ხანდაზმული ქალი შევნიშნე და რიგი დავუთმე. შემდეგ სხვა ქალბატონმაც მთხოვა, შვილო, ძალიან მეჩქარება და იქნებ ახლა მე შემიშვაო. ბუნებრივია, გავატარე. ამჯერად, მოუთმენლად ველოდი ჩემს რიგს. დაცვამ შესვლისკენ მომიწოდა. ნაბიჯი გადავდგი თუ არა, 50 წლამდე ასაკის ქალმა დაიყვირა, სად მიდიხართ, თქვენ ახლა მოხვედით, რიგი დაიცავითო! მას ურცხვად აჰყვნენ სხვა ქალები და ამ ალიაქოთში მამაკაცებიც გამომესარჩლნენ. თითქოს, ქალებზე ზეწოლას ვახდენდი. ცოტაც და, ძალადობის მუხლით ბრალს წამიყენებდნენ.
უფლებებზე საუბარი აუცილებელია, მაგრამ ის სუბიექტები, რომლებიც ქალთა, უმცირესობათა თუ ცხოველთა უფლებების, ასევე, გარემოს დამცველებად გვევლინებიან, ფემინიზმის მხარეს დგანან და პრეტენზია აქვთ დასავლურ ფასეულობებსა და ლიბერალურ ღირებულებებზე, რომელთა პირიდან წამოსული ყოველი სიტყვა შესაშურად პოლიტკორექტულია. რატომ გამოაქვთ ვერდიქტი დანაშაულის დამტკიცებამდე? რატომ ხუჭავენ თვალს უდანაშაულობის პრეზუმფციაზე? მართალია, შესაძლოა, სტატისტიკით მოძალადე ქმრები აჭარბებენ ქალებს, მაგრამ ეს არ გამორიცხავს ფაქტს, რომ რიგ შემთხვევებში, მამაკაციც იყოს მსხვერპლი.
დაელოდეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და შემდეგ გააკეთეთ ასეთი რადიკალური განცხადებები".
მამა შალვა კეკელია:
"საუკეთესო ადამიანი, პროფესიონალი სპორტსმენი, ქვეყნის საამაყო შვილი, ერთგული მეგობარი, თავმდაბალი, შრომისმოყვარე და ძალიან გულიანი ადამიანი... ნიკა, შენ გვერდით ვარ... არა ძალადობას... თავი შეიკავეთ დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან".
გაგრძელება