სახლის გენერალური დალაგება. ე.წ. უბორკა ყველა დიასახლისის ტკივილია. ამ საქმიანობას უამრავი დრო მიაქვს, ეფექტი კი საკმაოდ ხანმოკლეა. გასწავლით, მოკლე დროსა და მცირე ძალისხმევის გამოყენებით როგორ შეინარჩუნოთ დალაგებული სახლი დიდი ხნის განმავლობაში. სწორედ ამ ხერხებს იყენებენ ის დიასახლისები, რომლებსაც სახლი ყოველთვის წესრიგში აქვთ.
1. თვალყური ადევნეთ სარეცხი საშუალებების მარაგს
დასასუფთავებელი ხსნარებისა და ფხვნილების მარაგი ყოველთვის შეავსეთ. იქონიეთ სპეციალური ყუთი ან კალათა, სადაც ყველა საყოფაცხოვრებო ქიმიურ საშუალებას ერთად შეინახავთ და ადვილად აკონტროლებთ, რომელიმე ხომ არ თავდება.
წინასწარ არ იცით, როდის გამოგიჩნდებათ დალაგების დრო. ამიტომ ყველაფერი ყოველთვის ხელთ უნდა გქონდეთ და რაიმეს არქონამ არ უნდა მოგაცდინოთ.
2. ნივთების დახარისხება
ყველა დიასახლისს ვურჩევთ, კარადაში არასაჭირო ნივთების ყუთი იქონიოს. ყველა ოთახში იქონიეთ თითო ყუთი არასაჭირო ნივთებისთვის. მაგალითად, საძინებელში იყოს კალათა, სადაც ყველაზე იშვიათად გამოყენებად ტანსაცმელს შეინახავთ; სამზარეულოში იყოს ყუთი სხვადასხვა აქსესუარისთვის, ხელსაწმენდებისთვის, რომლებიც წარამარა არ გჭირდებათ. რა საჭიროა ასეთი ყუთები? ნივთები, რომლებიც ხშირად არ გჭირდებათ (მაგრამ ვერც გადაყრით, რადგან ხანდახან მაინც იყენებთ), ხელს აღარ შეგიშლით. დალაგების პროცესიც უფრო გამარტივდება.
3. ზედაპირების წმენდა
ნუ დაგავიწყდებათ, რომ მტვერი მხოლოდ იატაკსა და მაგიდაზე არ გროვდება. ის შეიძლება ყველგან დაგროვდეს - თაროებიდან დაწყებული, შიდაკარებებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკით დამთავრებული. კიდევ ერთი დაბინძურება, რომელიც მხედველობიდან ხშირად რჩებათ, ნათითურებია, რომლებიც მხოლოდ მკვეთრი განათებისას ჩანს. ასეთი ლაქების შემჩნევისას გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ დალაგებაზე დრო ტყუილად დაკარგეთ.
განაგრძეთ კითხვა