ორსულობა ყველა ქალის ცხოვრებაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ცხრა თვის მანძილზე ქალის გარეგნული ფორმები იმდენჯერ იცვლება, რომ მომატებული კილოგრამების დაკლებას ხშირად მშობიარობის შემდეგ თვეები სჭირდება.
მიუხედავად წონაში მატებისა, გარეგნული ცვლილებებისა და ხშირად არცთუ ისე სასიამოვნო შეგრძნებებისა, რომლებიც ორსულობას ახლავს, ქალები ცდილობენ, ეს სასიამოვნო პერიოდი ფოტოებზე ხშირად აღბეჭდონ.
უფრო თამამები კი კამერებისა და ფოტოობიექტივის წინ შიშვლად პოზირებენ. სხვათა შორის, ამისთვის უცხოეულ ვარსკვლავებს ბეჭდური და ონლაინმედიები საკმაოდ სოლიდურ ჰონორარებსაც უხდიან.
წარმოგიდგენთ ქართველ ვარსკვლავებს, რომლებიც ორსულობის პერიოდში გაშიშვლდნენ:
სრულად არ გაშიშვლებულა, მაგრამ გულახდილი ფოტოსესია 2015 წელს ქეთა თოფურიამ რუსული hello-სთვის მოაწყო. მომღერალი ამ მდგომარეობაში პირველად გამოჩნდა მედიაში და როგორც მაშინ წერდნენ, სოლიდური ჰონორარიც აიღო.
ნუკი კოშკელიშვილს არავის თხოვნა არ დასჭირვებია. მან საკუთარი სიამოვნებისთვისა და სამახსოვრო ფოტოებისთვის ორსულობის ბოლო თვეებში სრულიად შიშვლად იპოზიორა. ფოტოსესია ნამდვილად შთამბეჭდავი გამოვიდა და შეიძლება ითქვას, რომ ის ერთ-ერთი პირველი ქართველი ვარსკვლავი იყო, რომელმაც ამ მდგომარეობაში ფოტოები საჯარო გახადა.
გაგრძელება