წარმატებული ქართველი დიზაინერი 1-ელ ივლისს 31 წლის გახდა.
ანუკის დაბადების დღეზე, ცხადია, იმყოფებოდა მისი მეჯვარე მაკა კვიციანი, რომელიც მისი უახლოესი მეგობარია. როგორც ირკვევა, ანუკისთან და კახისთან პარლამენტის წევრი ბექა ოდიშარია და მისი მეუღლეც მივიდნენ.
დიზაინერს საინტერესო, ტრენდული აქსესუარები ეკეთა, რაც გამომწერებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ.
ამჯერად არჩევანი ნაზი ფერის და ფაქტურის, თხელ კაბაზე შეაჩერა, რომელიც ძალიან უხდებოდა. მსგავსი ტონები ამ სეზონზე აქტუალურია. მაგიდა მინიმალისტურ სტილში იყო გაფორმებული: სანთლებით და იასამნებით, რაც იმავე ფერის თეფშებთან და გადასაფარებელთან იყო შეხამებული.
"ბედნიერია კახა, ასეთი სილამაზე გოგო რომ ჰყავს" - წერს ერთ-ერთი გამომწერი.
ანუკიმ უამრავი მილოცვა მიიღო. დადებითი კომენტარების ავტორებს შორის იყვნენ: ნინო ცქიტიშვილი, ვერა ბრეჟნევა და სხვები...
მან გამომწერებს მადლობა საჯაროდაც გადაუხადა: „დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის. ასეთი მშვენიერი ოჯახი და მეგობრები რომ გამაჩნია, ეს დაბადების დღის საუკეთესო საჩუქარია. უფლის წყალობას გისურვებთ. აქ ჩემი არაჩვეულებრივი მეუღლეა, რომელიც ყოველთვის ჩემ გვერდითაა“.