ხათუნა ჟორდანია უკვე რამდენიმე თვეა, რაც მძიმე სენს ებრძვის. მკურნალობის მთავარ კურსს თვეების განმავლობაში ისრაელში გადიოდა, პანდემიამდე კი საქართველოში დაბრუნდა და ქიმიოთერაპიის კურსი აქ დაასრულა.
ხათუნას ოჯახი მხარში უდგას. მას არაერთ ინტერვიუში აღუნიშნავს, რომ მეუღლე და შვილები მაქსიმალურად უწყობენ ხელს და მასზე ზრუნავენ.
საბედნიეროდ, ცნობილი სახე არაჩვეულებრივად გამოიყურება, თავს კარგად გრძნობს და ის სხვადასხვა ღონისძიებასაც ესწრება.
ნინი ქარსელაძის უახლოესმა მეგობარმა ლიკუნა რევიშვილმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ხათუნას ახალი ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა:
"ეს უსაყვარლესი გოგოა, ჩემი მეგობრის დედა, რომელზეც რამდენიმე თვის წინ დავწერე. მაშინ არც ნინი მიხსენებია და არც ხათუნა, უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რამხელა ძალა აქვს სიყვარულს - განსაკუთრებით, დედაშვილურს.
იმედი და რწმენა იმის, რომ ყველაფერს შეძლებ, არ ნიშნავს მატერიალურ კეთილდღეობას და უზრუნველყოფას. ამ ბოროტ დაავადებას, რასაც "ონკოლოგია" ჰქვია, არ აქვს სტატუსი, რომელი ფენის წარმომადგენელი ხარ. ყოველდღიურ ბრძოლაში გჭირდება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რესურსი იმისთვის, რომ გადარჩე, იმისთვის, რომ გადაარჩინო. გაგრძელება + ფოტო