მაკა ასათიანი რამდენიმე თვის წინ ბებია გახდა. მის უფროს ვაჟს, კახი ჟორდანიას და ნანიკო კლდიაშვილს გოგონა თებერვალში შეეძინათ. ლეა ჟორდანია შვეიცარიაში დაიბადა.
კარანტინის პერიოდი საქართველოში, ნანიკოს მშობლების სახლში გაატარა. წყვილი ორსულობას დიდი ხნის მანძილზე მალავდა. ჟორდანია-კლდიაშვილის წყვილმა ბავშვის ფოტოების გამოქვეყნებაც მისი დაბადებიდან რამდენიმე თვეში გადაწყვიტა.
ცოტა ხნის წინ ნანიკო კლდიაშვილმა ლეას ახალი ფოტო გამოაქვეყნა. ამჯერად, პატარა გოგონა ბებიასთან ერთად, პარკში სეირნობის დროს არის გადაღებული.
კახი ჟორდანიამ და ნანიკო კლდიაშვილმა სამი წლის წინ იქორწინეს და ჯვარი თბილისში, ქაშუეთის ტაძარში დაიწერეს. წყვილი შვეიცარიაში ცხოვრობს. კახი ბიზნესმენია და ერთი წლის წინ ჰოლანდიის საფეხბურთო კლუბ "დენ ბოსხის" მფლობელი გახდა. ნანიკო კი შვეიცარიაში სწავლობს. გაგრძელება + ფოტო