როდესაც ქორწინებისთვის ასტროლოგიურად ხელსაყრელი დღის შერჩევა გვსურს, ასეთ დროს, როგორც ასტროლოგები ამბობენ, არ შეიძლება ზოგადი მონაცემებით ხელმძღვანელობა, ვინაიდან თითოეული ადამიანის შემთხვევაში უამრავი კონკრეტული დეტალია გასათვალისწინებელი. აი, რას წერს ამასთან დაკავშირებით ასტროლოგი ხათუნა ნოელი და რას ურჩევს მათ, ვისაც წლის ბოლომდე სურთ ქორწინება:
"ძალიან ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი ასეთ დროს, ჩემო კარგებო: მთვარის მდებარეობა, ასპექტები, მზარდია ფაზა თუ არა... მერე ვენერას მდებარეობა და ასპექტები, მზის... თქვენი პირადი რუკები... ბოლომდე იდეალური დღე შეიძლება მთელ წელიწადშიც არ იყოს, არამცთუ უახლოეს "შაფათს"... რაც წლის ბოლომდე თვეებია დარჩენილი, 5 თვე, ამ ხუთ თვეში 5 დღეც არაა საამისოდ ხელსაყრელი, გაითვალისწინეთ! 15 აგვისტოს ასპექტებით და არა უშავს, მაგრამ მთვარე კლებადია, მერკურიც დამწვარი. 20 აგვისტოდან 2 კვირა მთვარე კია მზარდი, მაგრამ ვენერაა დაზიანებული იუპიტერით და პლუტონით. გვინდა? არ გვინდა. 7 სექტემბერსაც არა უშავდა, მთვარე რომ მზარდი ყოფილიყო და ვენერა-მარსის კვადრატი არ გვქონოდა (აფსუს, რა აფრა იკარგება?! თან მთვარეც კუროშია.. ეჰ...) 18-დან მთვარე კია მზარდი, მაგრამ ვენერა-ურანის კვადრატი განქორწინებაზე გვესაუბრება.
გამოვტოვეთ ესეც. 23 სექტემბერი? ვენერას და მთვარეს ტრინი აქვთ, ფაზაც მზარდია, მზეს სატურნთან ტრინი აქვს და ხანგრძლივ კავშირზე მიუთითებს. თუ დანარჩენ დაძაბულ ასპექტებს თვალს დავუხუჭავთ, ამ დღეს კიდევ არა უშავს რა. აჰა, დავიმახსოვროთ.
26-იც გაქაჩავდა, მთვარე რომ არ ყოფილიყო სასტიკად დაზიანებული, მაგრამ ისეთებს უერთდება თხის რქაში და ისეთები აკვადრატებენ, რომ - არ გვინ-და. მერე 30 სექტემბერია ცოტა ნორმალური, მაგრამ მზეც უასპექტოა და მერკურიც. რა ვიცი, რა ვიცი... მზარდი ფაზა 17 ოქტომბრიდან იწყება. აქაც ვენერას დაზიანება გვაქვს, ამჯერად ნეპტუნით - ილუზიები, ტყუილები.
25 ოქტომბერს მთვარე მზარდია, ვენერა ჰარმონიულია. გავრისკოთ? უი, მერკური ყოფილა რეტრო, თან დამწვარი. პლუს, მზე ურანის ოპოზიცია. ვერა, ვერ გავრისკავთ. მომდევნო მზარდი ფაზა 16 ნოემბრიდან გვაქვს. და აჰა, ისევ ვენერაა დაზიანებული სატურნით, პლუტონით, იუპიტერით. ამას რომ მოვიშორებთ, ახლა ურანი ჩაუდგება ოპოზიციაში ჩვენს გოგოს. გაგრძელება