ხომ გაგიგიათ გამოთქმა, მოდა ბრუნავსო, ეს მართლაც ასეა. თუ თვალს ძველ, თითქოსდა მივიწყებულ სტილს გადაავლებთ, შემდეგ კი მაღაზიის ვიტრინებში შეიხედავთ, ძველსა და ახალ სტილში ასობით საერთოს ნახავთ. ძველი სტილი მსოფლიოში აქტიურად მეორდება, ხალხი ისევ და ისევ რეტრო, ვინტაჟურ ჩაცმულობას ირჩევს და მოდის ინდუსტრიაც ბედნიერად გვთავაზობს ფანქარ-ქვედაბოლოებს, გამჭვირვალე მაისურებსა და 90-იანი წლების სხვა ტანისამოსს.
ნახეთ და დაათვალიერეთ 90-იანი წლების უკვდავი მოდა, რომელიც ჯერ კიდევ არ გამქრალა.