სახელი, გვარი: თამთა შედანია.
ასაკი: 28 წლის.
პროფესია: პიარ-მარკეტოლოგი, მოდელი. მუშაობდა ტელეწამყვანადაც.
სამომავლო გეგმები: აქვს შეთავაზებები, რაც საზღვარგარეთ გამგზავრებასა და სამოდელო საქმიანობის გაგრძელებას უკავშირდება.
განტვირთვის საუკეთესო საშუალება: წიგნების კითხვა.
ცხოვრების დევიზი: "არასოდეს დანებდე".
- თამთა, ზაფხულს როგორ ატარებ?
- ამჟამად აგარაკზე ვიმყოფები, სადაც აუზი გვაქვს. მთელი ოჯახი ერთად ვისვენებთ. ზაფხულის გარკვეული პერიოდი ზღვაზეც გავატარე. პანდემიის დროს ჩაკეტილობამ ის გამოიწვია, რომ მინდა გარეთ, ბუნებაში, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, მაქსიმალურად ბევრი დრო გავატარო. რაც კარანტინისას დამაკლდა, ახლა მაქსიმალურად ვინაზღაურებ.
- შეკრებების აკრძალვის გარდა, პანდემიასთან დაკავშირებული რეკომენდაციებიდან ყველაზე მეტად დისკომფორტს რა გიქმნიდა?
- რა თქმა უნდა, ყველა რეკომენდაციას ვიცავდი, როგორც რიგითი, კანონმორჩილი მოქალაქე. უბრალოდ, ჩემზე იმ პერიოდმა ცუდად იმოქმედა, როცა ავტომობილით გადაადგილებაც არ შეგვეძლო და შინ ვიყავით გამოკეტილები. ჩვენი ჯანმრთელობისთვის ასე იყო საჭირო... გამიჭირდა, რადგან კომუნიკაბელური ვარ: ადამიანებთან კომუნიკაცია, აზრის გაცვლა ყოველთვის მჭირდება. ეს რომ დამაკლდა, ძალიან განვიცადე, მიუხედავად იმისა, რომ ახლობლებს სოციალური ქსელით ვეკონტაქტებოდი.
- საზოგადოებრივი ტრანსპორტით ბოლოს როდის იმგზავრე?
- 3 წლის წინ მეტროთი ვიმგზავრე. საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ძირითადად, არ ვიყენებ. იმიტომ არა, რომ ვუკადრისობ. მირჩევნია, ფეხით მეტი ვიარო, ვიდრე ტრანსპორტით. ისე, ძირითადად, საკუთარი ავტომობილით გადავადგილდები, მაგრამ ტაქსით მგზავრობაც მიწევს.
- შენ და შენს გოგონას რა 3 საერთო თვისება გახასიათებთ?
- სიჯიუტე (თუმცა ახლა მია დიდად ჯიუტი აღარ არის), მიზანდასახულობა (როცა რაღაცის მიღწევა გვინდა, მეც და მიაც ამისთვის ბოლომდე ვიბრძვით) და ორივენი კეთილები, პოზიტიურები ვართ.
- თქვენ შორის განმასხვავებელ თვისებებზე რას გვეტყვი?
- მია უკვე ისე მემსგავსება, რომ ჩემი ბევრი თვისება "აქვს აღებული". განსხვავებას დიდად ვერ ვამჩნევ. გაგრძელება