მარიშა სამოდელო სააგენტო Lookmodels-ის მოდელია, რომლის ხელმძღვანელიც ნინო ცქიტიშვილია.
მარიშას ნამუშევარი აქვს მსოფლიოში ისეთ ცნობილ კომპანიებთან, როგორებიცაა ELLE, GIVENCHY, MARGIELA, DIESEL.Chloe, NEXT, V Magazine და სხვა.
გასულ წელს ქართველი გოგონა Gucci-ს ექსკლუზიური მოდელი იყო.
მარიშა მოხვდა იმ 5 ქართველ მოდელს შორის, რომლებზეც Vogue-ის ონლაინგამოცემა წერდა.
"განსაკუთრებით ყურადღებას იმსახურებს მარიშა ურუშაძე: ხვეული თმით, ნაზი გამოხედვით. თოჯინის მსგავსი გარეგნობის გოგონა ყველაზე მეტად მოთხოვნადი მოდელია ქვეყანაში", - წერდა Vogue-ის ონლაინგამოცემა 2016 წელს.
"14 წლის ვიყავი, როცა მამიდაჩემმა მიმიყვანა ყველაზე წამყვან სამოდელო სააგენტოში. ერთი წლის შემდეგ პარიზში გამიშვეს კასტინგებზე, სადაც მსოფლიოში ცნობილმა დიზაინერებმა მნახეს. მას შემდეგ თითქმის 6 წელია დავდივარ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში და ვმონაწილეობ მაღალი მოდის ჩვენებებში, სარეკლამო კლიპებში.
თავს არ ვზოგავ, რომ ვიყო წარმატებული და მქონდეს ხშირი მიწვევები, რაც საკმაოდ კარგად აისახება კიდეც ჩემს შემოსავალზე", - ამბობდა მარიშა "გურიანიუსთან" საუბრისას. გაგრძელება