წელს უპირატესობა ბუნებრივ ვარცხნილობას ენიჭება. საკმაოდ ტრენდულია თმის ერთი ტონით გაღიავება, გაბაცება.
გახუნებული ეფექტის მიღება უკვე ბევრმა ქალბატონმა სცადა.
ზოგი ახალ ტრენდებს არ მიესალმება და მიიჩნევს, რომ მოსაწონი სულაც არაა.
ვარცხნილობის არჩევა მარტივი არაა. ცხადია, უნდა გაითვალისწინოთ თქვენი სახის მოყვანილობა, ძირითადი ფერები, რომლებითაც თქვენი გარდერობია სავსე და განწყობაც.
ფერად, მკვეთრ ტონებს არც ახლა დაუკარგავს აქტუალობა, თუმცა, ფაქტია, რომ მასზე მოთხოვნამ შედარებით იკლო.
ოდნავ დახვეული, ტალღოვანი თმა - ეს სწორედ ის ვარცხნილობაა, რომლის მოხდენასაც თითქმის ყველა ქალბატონი ახერხებს.
ასევე აქტუალურია გარდამავალი ფერებიც.
მოკლე თმის მოყვარულებისთვის ეს სეზონი გახსნილად ცხადდება. ათასგვარი ვარიანტია, რომლებიც იმიჯის განახლებაში დაგეხმარებათ.